Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში პრაიდის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პრაიდის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ივლისს 8, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც შემდეგი წარწერაა დატანილი: „8 ივლისი, ბაალის კერპთაყვანისმცემლების შემუსვრა ჯვრით“ (არქივირებული ბმული). ვიდეო 2023 წლის 8 ივლისს, ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე მომხარი მოვლენების დროსაა გადაღებული. ამ წელს დახურულ ტერიტორიაზე პრაიდის ღონისძიების ჩატარება იყო დაგეგმილი. ღონისძიება ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს, რომლებიც ტერიტორიაზე შეიჭრნენ და გაანადგურეს როგორც პრაიდის, ასევე ამ ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა ბიზნესის ქონების ნაწილიც. მათ შორის, ტერიტორიაზე შეჭრილმა ადამიანებმა გაანადგურეს მოცემული სკულპტურაც. ღონისძიების დამსწრეების ევაკუაცია პოლიციის მიკროავტობუსების საშუალებით მოხდა.

პოსტში გამოთქმული მტკიცება ბაალის კერპთაყვანისმცემლობის შესახებ სწორედ პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ ქანდაკებას ეხება. ამ საკითხზე დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. საკითხს მაშინ როგორც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია), ასევე მედიასაშუალებები (იხილეთ არქივირებული ბმული) გამოეხმაურნენ.

მაშინ "ფაქტ-მეტრი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორს მარიამ კვარაცხელიას დაუკავშირდა. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მარიამ კვარაცხელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკულპტურა უკვე რამდენიმე წელია ლისის ტერიტორიაზე დგას და მისი აღმართვა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება. ამავდროულად, მისი თქმით, სკულპტურა დგას ტერიტორიაზე, რომელიც თბილისი პრაიდ-ფესტივალისთვის გამოყოფილი საერთოდ არ ყოფილა.

პრაიდის ჩატარების ტერიტორიაზე მოცემული ინსტალაცია სინამდვილეში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წლით ადრე დაიდგა. ქეთა დონაძე, EYESTAGE-ის თანადამფუძნებელი, "ნეტგაზეთს" განუმარტავს (არქივი), რომ ქანდაკება Open Air-ის ერთ-ერთი სცენის (EYESTAGE) დეკორაციული ინსტალაცია იყო. მისი თქმით, ქანდაკება წარმოადგენს ინდიელ ბელადს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმთან.

სკულპტურა თბილისი პრაიდის ფესტივალისთვის არ შექმნილა, რასაც ასევე ადასტურებს 2023 წელს Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო-მასალა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია
ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია
აგვ 25, 2026
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივნ 10, 2025
ბაჩო ახალია ვიდეოში 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს არ უარყოფს
ბაჩო ახალია ვიდეოში 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს არ უარყოფს
იან 25, 2026
სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
ივლ 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.