Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება

ივნისს 5, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუდან მანიპულირებულად მოჭრილი მონაკვეთია ნაჩვენები. ვიდეოში ხაბეიშვილი ამბობს: „როგორც ნივთებს ვერ იტანს ეს კაცი ნახმარს – ვინც იცნობს, იმან კარგად იცის რა, ნახმარ ნივთებს ვერ იტანს – ასე ვერ იტანს ნახმარ ადამიანებს, იხმარა – გადააგდო,  იხმარა – გადააგდო“. ვიდეოს ქვედა ნაწილში ვხედავთ მიხეილ სააკაშვილისა და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ფოტოებს (პოლიტიკოსები, აქტივისტები, მომღერლები…). სინამდვილეში, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნული სიტყვებით ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

პოსტის ავტორი ვიდეოს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს ლევან ხაბეიშვილი ზემოთ აღნიშნულ ციტატას მიხეილ სააკაშვილისა და მისი პირადი სახის ურთიერთობების შესახებ ამბობს. რეალური ვიდეოს ნახვის შედეგად კი ცხადი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს: „ბიძინა ნახმარ, გამოყენებულ ტიპებს ვერ იტანს. როგორც ნივთებს ვერ იტანს ეს კაცი ნახმარს, ვინც იცნობს, იმან კარგად იცის რა, ნახმარ ნივთებს ვერ იტანს. ასე ვერ იტანს ნახმარ ადამიანებს, იხმარა – გადააგდო,  იხმარა – გადააგდო“. ლევან ხაბეიშვილი  „შაბათის ფორმულაში“ საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლებიდან სანქცირებულ პირებს უშვებს, ვინაიდან მას საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. სწორედ ამ კონტექსტში ამბობს ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულ ციტატას.

ამრიგად, ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება.

ყველა პოსტის ნახვა

ირაკლი კობახიძე:  2012 წელს საქართველოში უმუშევრობა  26.7% იყო,  ჩვენ გავანახევრეთ და 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საქართველოში უმუშევრობა 26.7% იყო, ჩვენ გავანახევრეთ და 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა
დეკ 03, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მუსლიმი მიგრანტების მიერ ბრიტანულ ოჯახებზე თავდასხმას არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მუსლიმი მიგრანტების მიერ ბრიტანულ ოჯახებზე თავდასხმას არ ასახავს
აპრ 23, 2026
რა ვიცით ბრიჯიტ მაკრონის საგადასახადო დოკუმენტების შესახებ, სადაც ის ჟან მიშელად არის მოხსენიებული?
რა ვიცით ბრიჯიტ მაკრონის საგადასახადო დოკუმენტების შესახებ, სადაც ის ჟან მიშელად არის მოხსენიებული?
ნოე 19, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 26, 2025
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.