Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით ბრიჯიტ მაკრონის საგადასახადო დოკუმენტების შესახებ, სადაც ის ჟან მიშელად არის მოხსენიებული?

რა ვიცით ბრიჯიტ მაკრონის საგადასახადო დოკუმენტების შესახებ, სადაც ის ჟან მიშელად არის მოხსენიებული?

ნოემბერს 19, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები (Gogaggg; Newshub.ge – ნიუსჰაბი; საინფორმაციო სააგენტო INFO9) და ანგარიშები (1; 2;  არქივირებული ბმული) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო ვებგვერდზე მამაკაცის სახელით (ჟან მიშელი) არის მითითებული. აღნიშნული ინფორმაცია სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რამაც შესაძლოა, მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს და გააძლიეროს კონსპირაციული მტკიცება ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით.

საგულისხმოა, რომ ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით მტკიცებები უკვე წლებია ვრცელდება. დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. მტკიცების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები ავრცელებდნენ.

მაკრონის მეუღლის შესახებ დეზინფორმაცია ხელახლა 2024 წელს გააქტიურდა, მაშინ, როცა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ქენდის ოუენსმა ის საკუთარ გადაცემაში გააჟღერა. ოუენსის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

ფრანგულმა გამოცემამ Libération დეზინფორმაციის წარმოშობის შესახებ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ინფორმაცია პირველად მართლაც ულტრამემარჯვენე ჟურნალის „ფაქტები და დოკუმენტები“ გამოძიების დროს ჟურნალისტმა ნატაშა რეიმ გამოაქვეყნა. რეი ამტკიცებდა, რომ ექსპერტებთან საუბრისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ დაადგინა, რომ პირველი ლედის სახელი დაბადებით „ჟან-მიშელ ტრონიე“ იყო.

სინამდვილეში, ბრიჯიტ მაკრონის ქორწინებამდელი გვარი ნამდვილად ტრონიეა, ხოლო ჟან მიშელი მისი ძმის სახელია.

უკანასკნელი დეზინფორმაციული ტალღა ბრიჯიტ მაკრონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტრისტიან ბრომეს განცხადებას მოჰყვა. ბრომეს თქმით,  ჰაკერებმა ბრიჯიტ მაკრონის პირადი საგადასახადო ანგარიში გატეხეს, მისი სახელი შეცვალეს და ჟან-მიშელი ჩაწერეს.

ბრომემ ეს ინფორმაცია ფრანგულ საინფორმაციო არხ BFMTV-თან ინტერვიუში გაამჟღავნა, სადაც მოყვა, როგორ იყო შოკირებული საფრანგეთის პირველი ლედი, როდესაც საკუთარ საგადასახადო ანგარიშში შესვლისას აღმოაჩინა, რომ მისი ოფიციალური სახელი შეცვლილი იყო.

ბრომეს თქმით, ბრიჯიტ მაკრონმა უკვე შეიტანა საჩივარი ორი პირის მიმართ, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან და ჩართულნი იყვნენ პირველი ლედის ანგარიშის გატეხვაში. ამასთან, ბრომემ არ დააზუსტა, როდის მოხდა ინციდენტი.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის ივლისში მაკრონებმა ამერიკელ ჟურნალისტს, ქენდის ოუენსს ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო აშშ-ში უჩივლეს. საქმე ცილისწამების მუხლით განიხილება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, გეგმავენ, ამერიკის სასამართლოში წარადგინონ ფოტომასალა და სამეცნიერო მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ბრიჯიტ მაკრონი ქალია. მათი ადვოკატის თქმით, მაკრონები სასამართლოსთვის წარმოადგენენ დოკუმენტაციას ცილისწამების საქმეში, რომელიც მათ მემარჯვენე ინფლუენსერის, ქენდის ოუენსის წინააღმდეგ შეიტანეს.

ამგვარად, ბრიჯიტ მაკრონის სქესი საგადასახადო რეესტრში ჰაკერული თავდასხმის შედეგად შეცვალეს და სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მაკრონის სქესის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაადასტურებდა.

ბრიჯიტ მაკრონთან დაკავშირებით დეზინფორმაციაზე იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სხვა სტატიაც.

 

ყველა პოსტის ნახვა

თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
აპრ 17, 2025
სოციალურ ქსელში ინდოელი ბლოგერის ვიდეო მცდარი თარგმანით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ინდოელი ბლოგერის ვიდეო მცდარი თარგმანით ვრცელდება
დეკ 26, 2025
დეზინფორმაცია: საბერძნეთის პოლიციამ ისრაელელ ტურისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა
დეზინფორმაცია: საბერძნეთის პოლიციამ ისრაელელ ტურისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა
აგვ 01, 2025
სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 22, 2024
ანა კობახიძის შესახებ სოციალურ ქსელებში რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ანა კობახიძის შესახებ სოციალურ ქსელებში რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.