Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ივნისს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა საინფორმაციო ბარათი, რომელშიც პრემიერ ირაკლი კობახიძეს შემდეგი ციტატა მიეწერება: "არაბები ისტორიულად ჩვენი ძმები იყვნენ და მათ შეუძლიათ დასახლდნენ საქართველოში". ბარათს ტელეკომპანია "მთავარის" ლოგო და ვიზუალი აქვს, რაც გავრცელებულ პოსტს დამატებით დამაჯერებლობას სძენს (არქივირებული ბმული).


ტელეკომპანია "მთავარის" ფეისბუქ გვერდზე გასული კვირების განმავლობაში მსგავსი პოსტი არ იძებნება. Google-ის საძიებო სისტემაში აღნიშნული ციტატით ძებნისას არ გვხვდება სანდო ბმული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ციტატა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.

გავრცელებული საინფორმაციო ბარათის სიყალბეზე მიუთითებს ისიც, რომ, როგორც წესი, "მთავარის" ორიგინალ პოსტებზე ტექსტი თეთრ ფონზე არ არის დატანილი (შედარებისთვის იხილეთ "მთავარის" მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი)

აღნიშნული ყალბი ციტატა სოციალურ ქსელში გასულ წელსაც გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია "მითების დეტექტორი" გამოეხმაურა. ორგანიზაციის კვლევით დადგინდა, რომ ყალბი ვერსია ტელეკომპანია "მთავარის" 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათის რედაქტირებით შეიქმნა (არქივი). ორიგინალ პოსტში ირაკლი კობახიძის შემდეგი ციტატაა დატანილი: "მინდა, რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე".

ამდენად, არაბების ჩამოსახლების შესახებ ციტატა ირაკლი კობახიძეს არ ეკუთვნის.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეკ 12, 2024
სოციალურ ქსელში მაია სანდუს ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში მაია სანდუს ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 13, 2024
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ნოე 19, 2024
რატომ გახანგრძლივდა ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაწყებული საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი?
რატომ გახანგრძლივდა ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაწყებული საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი?
მაი 01, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მორიგი თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მორიგი თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
აგვ 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.