Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა - ორჯერ შესყიდული საპროექტო დოკუმენტაცია და „ჩავარდნილი“ ტენდერი

სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა - ორჯერ შესყიდული საპროექტო დოკუმენტაცია და „ჩავარდნილი“ ტენდერი

ნოემბერს 14, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 7 ივნისს საკუთარ FB-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ. გასაჯაროებულ ტექსტში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტირება.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, 2021 წლის 12 ივლისს, სამინისტრომ მართლაც გამოაცხადა შესყიდვა უჩხოს სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე. ტენდერში მონაწილეებს შორის შეირჩა  შპს „ვეგა +“. 186 000-ლარიანი ხელშეკრულება, ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას მოიცავდა, იმავე წლის აგვისტოში გაფორმდა. კომპანიას დოკუმენტაცია ოთხ თვეში ანუ დეკემბრის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. თუმცა მხარეებმა სახელშეკრულებო ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივეს.  საბოლოოდ, შემსყიდველმა უჩხოს სკოლის პროექტი 2023 წლის 1 მაისს ჩაიბარა. მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ მხოლოდ ამ ერთი სკოლის დოკუმენტაციის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, საპროექტო ობიექტი შედგება სხვადასხვა პერიოდში აშენებული სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის შენობებისგან, რომელთა შორისაც ჩაშენებულია დამაკავშირებელი კიბის უჯრედი. პროექტით გათვალისწინებული იყო სწორედ აღნიშნული სასწავლო კორპუსისა და კიბის დემონტაჟი, მის არეალში განთავსებული ყველა ფართის ჩათვლით. გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი უნდა აშენებულიყო თანამედროვე სტანდარტების, 180 მოსწავლეზე გათვლილი, სასწავლო კორპუსი, სამსართულიანი ნაგებობა. სპორტულ დარბაზს კი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ უჩხოს საჯარო სკოლის მშენებლობის ნებართვა 2023 წლის 23 მარტს გასცა. თუმცა მშენებლობის შესყიდვა სამინისტრომ მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის 2023 წლის მაისში კომპანიის მიერ ჩაბარებული 40 000-ლარიანი საპროექტო დოკუმენტაცია  უკვე აღარ გამოდგებოდა. ამიტომ 2024 წლის 10 იანვარს განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, იმავე კომპანიას პროექტი უნდა შეეცვალა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა. ამდენად, საჭიროა არა 3-სართულიანი, არამედ 50-60 მოსწავლეზე გათვლილი 2-სართულიანი შენობის აგება, რომელიც მოიცავს ნახევარსარდაფს, 12 საკლასო ოთახსა და დამხმარე სათავსოებს. ასევე აღნიშნულია, რომ ეს მკვეთრად შეამცირებს მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯს. მინისტრის დასაბუთებით, პროექტის ცვლილების ღირებულება – 23 000 ლარი – „რენტაბელობის და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით, შეესაბამება გასაწევ მომსახურებას.“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობის მიღების შემდეგ, „ვეგა +“-მა პროექტში ცვლილებები განახორციელა და სამინისტრომ მას კიდევ 23 000 ლარი გადაუხადა. ამდენად, სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულებამ, ჯამში, 63 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მომსახურების ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2024 წლის 18 იანვრიდან 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდი, თუმცა მან ვადები ვერც ამჯერად დაიცვა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 30 სექტემბერს გაფორმდა (გამარტივებული შესყიდვა CMR240009536).

აჭარის განათლების სამინისტრომ უჩხოს სკოლის მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 3 317 136 ლარს შეადგენდა,  2024 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შესყიდვით მხოლოდ შპს „იმედი XXI“ დაინტერესდა. მან სამინისტროს პროექტის 2 966 995 ლარად განხორციელება შესთავაზა. თუმცა 5 ოქტომბერს სატენდერო კომისიამ ტენდერი შეწყვიტა, რის მიზეზადაც სატენდერო დოკუმენტაციაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა დასახელდა.

ამდენად, 2024 წლის ბოლოს აჭარის განათლების სამინისტროს აქვს უჩხოს საჯარო სკოლის ორჯერ შესყიდული საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო მოსწავლეები და სკოლის პერსონალი კვლავ არასტანდარტულ, შეუსაბამო გარემოში არიან განთავსებული. „ჯეოფაქტსი“ უჩხოს საჯარო სკოლის წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, სკოლის შენობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სახიფათოც არაა, თუმცა შენობა არასტანდარტულია, ბნელი ოთახებით, არ აქვს სააქტო დარბაზი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციით, განათლება და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტული მიმდინარეობაა. მიუხედავად ამისა, ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი წლობით ელოდება ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში გადასვლას, თუმცა არაერთ სკოლაში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ვადაგადაცილებით ხორციელდება, ან საერთოდ არ დაწყებულა. „ჯეოფაქტსი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის
იან 26, 2026
900-მდე ახალი ავტომობილი - სახელმწიფო სხვადასხვა უწყებისთვის 60 მილიონამდე ლარის ავტომობილებს შეიძენს
900-მდე ახალი ავტომობილი - სახელმწიფო სხვადასხვა უწყებისთვის 60 მილიონამდე ლარის ავტომობილებს შეიძენს
იან 15, 2026
დეზინფორმაცია: FBI-მ  P. Diddy-ის წვეულებიდან  ჰილარი კლინტონის სკანდალური  ჩანაწერი ამოიღო
დეზინფორმაცია: FBI-მ P. Diddy-ის წვეულებიდან ჰილარი კლინტონის სკანდალური ჩანაწერი ამოიღო
ოქტ 09, 2024
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული ადამიანები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩამოსული შვედი აქტივისტები არიან
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული ადამიანები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩამოსული შვედი აქტივისტები არიან
ნოე 14, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
მარ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.