Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ

ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ

მარტს 17, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ორი დღის წინ ტრამპის სამხედრო ოპერაციას შეეწინააღმდეგ აირანში, ოჯახთან ერთად გაზით გაგუდული იპოვეს (არქივი).

საუბარი არის აშშ-ის საზღვაო კორპუსის ყოფილ ჯარისკაც ბრაიან მაკგინისზე, რომელმაც 2026 წლის 5 მარტს სენატის მოსმენა შეაჩერა, რათა გამოეთქვა თავისი წინააღმდეგობა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმართ. მაკგინისი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში სენატის არჩევნებისთვის „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატია, ტრამპის ადმინისტრაციის და აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერის კრიტიკოსია. სენატის მოსმენისას მაკგინისმა ხმამაღლა დაიწყო ძახილი იმის შესახებ, რომ "ამ ომის მიზეზი ისრაელია, ამერიკას არ სურს ისრაელისთვის ბრძოლა". შედეგად, ის კაპიტოლიუმის პოლიციამ გააძევა, თუმცა მაკგინისმა წინააღმდეგობა გაწია და ჭიდაობისას ხელი მოიტეხა.

მაკგინისი პრო-პალესტინური, ისრაელის საწინააღმდეგო განწყობებით გამოირჩევა, რაზეც მისი X-ის ანგარიში მეტყველებს. ბრაიან მაკგინისის X-ის ანგარიში ასევე ადასტურებს, რომ ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია. ქართულმა ანგარიშებმა მცდარი ინფორმაცია 7 მარტს გაავრცელეს, მას შემდეგ მაკგინისი საჯაროდ არაეთხელ გამოჩნდა.

ამავდროულად, გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ "ესეთი ინფორმაცია ამერიკულ მედიებში ვრცელდება", თუმცა მსგავსი ცნობა არცერთ ამერიკულ მედიას გაუვრცელებია.

მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის საზოგადოებაში იმ კონსპირაციული თეორიის გაძლიერება, რომ დასავლეთს და აშშ-ს ჩრდილოვანი ძალები, "დიფ სტეიტი", გავლენიანი ოჯახები და "საიდუმლო" ჯგუფები მართავენ, რომლებიც მათი დღის წესრიგის მოწინააღმდეგეებს ანადგურებენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
ივნ 29, 2024
ტრამპის შეცდომა თუ რეალური ციტატა? სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები მანიპულაციურად ვრცელდება
ტრამპის შეცდომა თუ რეალური ციტატა? სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 06, 2026
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს
აპრ 03, 2026
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 07, 2024
ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ფარა“ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია
ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ფარა“ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია
ნოე 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.