Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ღაზის სექტორში ჩინეთის ჰუმანიტარულ დახმარებას არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ღაზის სექტორში ჩინეთის ჰუმანიტარულ დახმარებას არ ასახავს

აპრილს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩინეთმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა დაარღვია და ღაზის მაცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა.
ვიდეო ჩინეთის მხრიდან მიწოდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას არ ასახავს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთმა ისრაელის გაფრთხილება უგულებელყო, ღაზას სექტორის ცა გაარღვია და პალესტინელ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. ინფორმაციას თან ერთვის ვიდეო კოლაჟი, რომელშიც თვითმფრინავებიდან ტვირთის პარაშუტებით ჩამოყრაა ნაჩვენები.

ვიდეო კოლაჟის კონკრეტულ მონაკვეთებში გარკვევით ჩანს ტვირთის გადამზიდი თვითმფრინავების ვიზუალი, რომელიც საკმაოდ სახასიათოა. აღნიშნული წარმოადგენს Boeing C-17 Globemaster III-ს, რომელიც ამერიკული საერთაშორისო კორპორაციის, Boeing-ის მიერ იწარმოება.

აშშ-ის საჰაერო ძალების C-17 Globemaster III T-1

კოლაჟის კიდევ ერთ მონაკვეთში ვხედავთ სატვირთო თვითმფრინავის ინტერიერს, რომელიც ასევე ემთხვევა C-17 Globemaster III-ის ინტერიერს, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ვიდეოში სწორედ ეს საჰაერო ხომალდია ასახული.

როგორც აშშ-ში წარმოებული სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავი, C-17 Globemaster III ყველა სახელმწიფოსთვის არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნული ხომალდების დიდი ნაწილი გამოიყენება აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ, შედარებით მცირე ნაწილი კი აშშ-ის სხვადასხვა მოკავშირის მიერ, როგორებიც გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ასევე ინდოეთი. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აღნიშნულ ხომალდს ფლობენ, ჩინეთი არ არის.

სატვირთო მიზნებით, ჩინეთიძირითადად საკუთარ, ყოფილ საბჭოთა ან უკრაინული წარმოების საჰაერო ხომალდებს იყენებს.

შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ვიდეოებში ასახულია აშშ-ის ან მისი მოკავშირე ქვეყნების მიერ ღაზის სექტორისთვის მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც აშშ-ში წარმოებული C-17 Globemaster III-ებით განხორციელდა.

აღნიშნული დასტურდება ღია წყაროებითაც. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ორგანიზაცია აღწერს აშშ-ის მიერ ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდებას ღაზის სექტორისთვის. ასევე ფართოდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ს სხვა მოკავშირეების მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის თვითმფრინავებით მიწოდების შესახებ.

ღია წყაროებში ჩინეთის მხრიდან ღაზის სექტორში საჰაერო გზით მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაციის ძიება არ იძლევა რაიმე რელევანტურ შედეგს. ამის ნაცვლად, გვხვდება არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ორგანიზაციისა და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის სტატია, რომლებიც აბათილებს რამდენიმე წლის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩინეთმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით მიაწოდა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
თებ 12, 2025
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება
თებ 14, 2025
სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა
სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა
ოქტ 30, 2025
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს
მარ 11, 2026
დეზინფორმაცია: თემურ თათარაშვილი ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა
დეზინფორმაცია: თემურ თათარაშვილი ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა
ნოე 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.