Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შესახებ, თითქოს ჰამბურგის სკოლებში მუსიკის გაკვეთილები აიკრძალა?

რა ვიცით სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შესახებ, თითქოს ჰამბურგის სკოლებში მუსიკის გაკვეთილები აიკრძალა?

ოქტომბერს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჰამბურგში მუსიკის გაკვეთილები საჯარო სკოლებში იკრძალება: „ჰამბურგში მუსიკის გაკვეთილები (სიმღერა, ფორტეპიანო, გიტარა) საჯარო სკოლებში ამიერიდან აღარ იქნება  დაშვებული, როგორც შემეცნებითი საგანი.

რადგან მუსიკა ისლამში „ჰარამად“ , ცოდვათ ითვლება და მუსლიმი მოსწავლეებისთვის მისი იძულებით სწავლება ისლამოფობიად ჩაითვლება.

ევროკავშირია თუ ისლამაბადი ?“ – ვკითხულობთ პოსტში.

პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელიც საინფორმაციო გამოშვების ნაწყვეტია  (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ გერმანულ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იზოლირებულ შემთხვევებზე, როდესაც ზოგიერთი მუსლიმი მოსწავლე უარს ამბობდა მუსიკის გაკვეთილებში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა მედიაში ჰამბურგში მუსიკის გაკვეთილების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მაგალითად,  2025 წლის ივნისში გამოცემა Die Welt-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული საინფორმაციო გამოშვების ნაწყვეტი ფიგურირებს.  სტატიაში აღწერდნენ შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეები რელიგიურ მიზეზებზე დაყრდნობით არ დაესწრნენ გაკვეთილებს.

ამავე სტატიაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სკოლაში გოგონებს მუსლიმი მოსწავლეები ესხმოდნენ თავს, რაც რელიგიური მოტივებით იყო გამოწვეული. სტატიაში ციტირებენ კსენია ბეკერისს, სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის პოლიტიკოსს, რომელიც ჰამბურგის განათლების სენატორია. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები მრავლად არ არის, ის დაშვებული (შეწყნარებული) არ იქნება. ამ ვიდეოში კი წამყვანი შემდეგ ინფორმაციას აჟღერებს: „ეს ჯერ კიდევ იზოლირებული შემთხვევებია, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად ხშირია, რომ ჰამბურგის განათლების სენატორი ახლა ქრისტიანულ, ებრაული და მუსლიმანური რელიგიური ასოციაციებთან ერთად რეაგირებს. საკითხი შეტევებსა და დისკრიმინაციაზეა, ძირითადად მუსლიმი მოსწავლეების მხრიდან. მაგალითად, გერმანელ გოგონებს თავს ესხმიან – „ისინი აქ არ არიან“ – ხოლო სხვებს ხელს უშლიან მუსიკის გაკვეთილებზე დასწრებაში, რადგან ეს „ჰარამია“. სენატორი ბეკერისის განცხადებით, ეს შეტევები შეუწყნარებელი იქნება, არც ერთი“.

ადგილობრივი გაზეთი Hamburger Abendblatt ივნისში ასევე იტყობინებოდა, რომ მუსლიმი მოსწავლეები აბულინგებდნენ თანაკლასელებს და არსებობდა გარკვეული „რელიგიური წნეხი“ ტანსაცმელსა და ქცევაზე.

ჰამბურგის საგანმანათლებლო საბჭო სასკოლო საგნების ჩამონათვალში უთითებს მუსიკას. მათ ვებგვერდზე კი მოცემულია ინფორმაცია სასწავლო გეგმების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და გამოცდის რეგულაციების შესახებ.

გარდა ამისა, ჰამბურგის საგანმანათლებლო უწყებამ Euronews-თან სრულიად უარყო ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, თითქოს მუსიკის გაკვეთილებს აკრძალვა იგეგმება.  „ეს მტკიცება სრულიად უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, მუსიკა ყველა სკოლაში ისწავლება ჰამბურგში. ეს ყოველთვის ასე იყო და მისი შეცვლის გეგმები არ არსებობს“, – ნათქვამია უწყების წარმომადგენლის განცხადებაში.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც მუსლიმი მოსწავლეების გამო ჰამბურგის სკოლებში მუსიკის გაკვეთილები აიკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
ივლ 18, 2024
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
აგვ 20, 2025
ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუდან ორი სხვადასხვა ეპიზოდი მანიპულაციურადაა გაერთიანებული
ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუდან ორი სხვადასხვა ეპიზოდი მანიპულაციურადაა გაერთიანებული
იან 20, 2026
სოციალურ ქსელში 5G-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში 5G-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ნოე 26, 2024
დეზინფორმაცია: დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქეს თავში ტყვია ესროლეს
დეზინფორმაცია: დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქეს თავში ტყვია ესროლეს
მარ 18, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.