Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე კანადის მთავრობის წევრები არ არიან ასახულნი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე კანადის მთავრობის წევრები არ არიან ასახულნი

აგვისტოს 10, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ფოტოს გამავრცელებლის მტკიცებით, მასზე კანადის მთავრობის წარმომადგენლები არიან ასახულნი.
ღია წყაროებში ინფორმაციის ძიება გვიჩვენებს, რომ ფოტოზე კანადის ონტარიოს შტატის საკანონმდებლო ასამბლეის წევრია ასახული დრეგ არტისტებთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელზეც, ფოტოს გამავრცელებლის მტკიცებით, კანადის მთავრობის წევრები არიან ასახულნი (დაარქივებული ბმული). ფოტოზე ვხედავთ რამდენიმე პიროვნებას, რომელიც ოფიციალურ ტანსაცმელშია გამოწყობილი, ხოლო ფოტოზე ასახული დანარჩენი ადამიანების ე.წ. დრეგარტისტის დამახასიათებელი სტილით არიან ჩაცმულნი. ფოტოზე ასევე ასახულია ეტლში მჯდომი შშმ პირი.

ფოტოზე ასახულ ტრიბუნაზე არსებული წარწერა Protect 2SLGBTQI+ Communities (დაიცავი 2SLGBTQI+ თემები) საშუალებას გვაძლევს ღია წყაროებში მოვძებნოთ თუ რას უკავშირდებოდა ის შეკრება, რომელიც ფოტოზეა.

როგორც ძიების შედეგები გვიჩვენებს, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 5 აპრილს, კანადის ონტარიოს შტატის საკანონმდებლო ასამბლეაში, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას. ტრიბუნასთან ინიციატივის ავტორი, კრისტინ ვონგ-ტამი დგას, ონტარიოს ახალი დემოკრატიული პარტიიდან. მასთან ერთად ფოტოზე ასახულნი არიან როგორც მისი პარტიის სხვა წარმომადგენლები, ასევე დრეგ არტისტები, რომლებიც წარდგენილ ინიციატივაში ერთ-ერთ ინტერეს ჯგუფს წარმოადგენენ.

წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებდა 2SLGBTQI+ თემისათვის უსაფრთხოების ზონების შექმნას, სადაც მათი მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფა დასჯადი იქნებოდა. ინიციატივა ბუნებრივად აღმოჩნდა საკმაოდ წინააღმდეგობრივი, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით და მსჯელობის თემად იქცა არა მხოლოდ კანადაში, არამედ აშშ-შიც.

ზემოთ მოცემული კონტექსტიდან აშკარაა, რომ ფოტოზე კანადის მთავრობის წევრები არ არიან ასახულნი. ონტარიოს შტატის საკანონმდებლო ასამბლეა და კანადის მთავრობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ინსტიტუტებია - ერთი ხელისუფლების საკანონმდებლო, მეორე კი აღმასრულებელ შტოს წარმოადგენს. ასევე, ფოტოზე ასახული ადამიანების ნაწილი არა პოლიტიკოსები, არამედ დრეგ არტისტები არიან, რომელთა დაცვაც, სხვა ლგბტ ჯგუფებთან ერთად, წარმოადგენდა გაჟღერებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
დეკ 06, 2024
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია
ნოე 11, 2025
სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 03, 2025
დეზინფორმაცია: „შავი პარასკევი“ სატანისტურ რიტუალებს უკავშირდება
დეზინფორმაცია: „შავი პარასკევი“ სატანისტურ რიტუალებს უკავშირდება
ნოე 27, 2025
სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად მოჭრილი ვიდეოების ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენების ტრენდი იკვეთება
სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად მოჭრილი ვიდეოების ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენების ტრენდი იკვეთება
ოქტ 06, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.