Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

დეკემბერს 4, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ზელენსკი ამბობს: „გპირდებით, მომავალ წელს ყირიმს დავიბრუნებთ, რა თქმა უნდა, მე ამის არ მჯერა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, თქვენში ჩავნერგო ნდობა, რწმენა ხვალინდელი დღის მიმართ”.

სინამდვილეში, მონაკვეთი 2014 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული კომედიური სკეტჩიდან არის აღებული, რომელშიც ზელენსკი უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პაროდიას აკეთებს. აღნიშნული კონტექსტის გარეშე, ვიდეოს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ მასში ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი 2019 წელს გახდა.  მანამდე კი პოპულარული შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი იყო. სკოლაში სწავლის პერიოდში ის და მისი მეგობრები შეუერთდნენ  ადგილობრივ „კავეენს“ (Klub Vesyólykh i Nakhódchivykh), რომელიც  1960-იანი წლებიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარული კომედიურ შეჯიბრებას და სატელევიზიო შოუს წარმოადგენს. 2005 წლიდან ზელენსკი რამდენიმე ფილმში მონაწილეობდა, თუმცა მისი ყველაზე ცნობილი როლი  სერიალში „ხალხის მსახური“ გახლდათ. სერიალში მან სკოლის მასწავლებლის როლი შეასრულა, რომელიც მოულოდნელად პრეზიდენტი გახდა. ამ შოუს სახელი მოგვიანებით მისი პოლიტიკური პარტიის სახელწოდებად აირჩიეს.

მანამდე, 2005 წელს ზელენსკიმ შექმნა  სტუდია  „კვარტალ-95“-ის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო სწორედ „კვარტალ-95“ კომედიურ სკეჩს წარმოადგენს. ვიდეო YouTube პლატფორმაზე „კვარტალ-95“-ის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. სკეჩში ზელენსკი პეტრო პოროშენკოს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის (2014-2019 წწ), პაროდიას აკეთებს.

შესაბამისად,  ვიდეოს გავრცელებას, დამატებითი კონტექსტის გარეშე, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ მასში ყირიმთან დაკავშირებით ზელენსკი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
ოქტ 17, 2025
რა წერია ევროკავშირის LGBTIQ+ თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიაში?
რა წერია ევროკავშირის LGBTIQ+ თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიაში?
ნოე 18, 2025
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
დეკ 18, 2024
ეკა ბესელია: კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა. ასეთი შეკრება იქნება კონსტიტუციის დარღვევა
ეკა ბესელია: კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა. ასეთი შეკრება იქნება კონსტიტუციის დარღვევა
ნოე 28, 2024
დეზინფორმაცია: დასავლელ ლიდერებთან შეხვედრაზე ზელენსკის შარვალი უკუღმა ეცვა
დეზინფორმაცია: დასავლელ ლიდერებთან შეხვედრაზე ზელენსკის შარვალი უკუღმა ეცვა
ივლ 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.