Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკა შვეიცარიაში ისვენებს

დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკა შვეიცარიაში ისვენებს

იანვარს 23, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში TikTok-ანგარიშები (1; 2), ასევე კრემლისტური მედია, კერძოდ, РИА Новости, Lenta.ru, Gazeta.ru, Аргументы и Факты ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე ისვენებს. მტკიცებულებად მოყვანილია ვიდეო, რომელზეც ქერათმიანი ქალია აღბეჭდილი, თუმცა ვიდეოში ცხადად მისი სახე არ ჩანს. როგორც რუსული მედია წერს, ვიდეო და ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა იგორ მასიიჩუკმა გამოაქვეყნა. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

2025 წლის 15 იანვარს იგორ მასიიჩუკმა Telegram-ზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ექსკლუზიურ ვიდეოს აქვეყნებდა, რომელიც სან-მორიცის (კურორტი შვეიცარიაში) აეროპორტში იყო გადაღებული. მასიიჩუკის მტკიცებით, ვიდეოში ჩანდა თვითმფრინავი, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტი იყენებს. ასევე ქალი, ბავშვებთან ერთად, რომელიც ძალიან ჰგავდა ოლენა ზელენსკას. ინფორმაცია X-ის ანგარიშზე ირლანდიელმა ჟურნალისტმა ჩეი ბოუსმაც გამოაქვეყნა და პოსტს ორი ვიდეო დაურთო. მის პოსტს 1.4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ბოუსი რუსეთში ცხოვრობს და კრემლისტური მედია RT-ის ჟურნალისტია.

საგულისხმოა, რომ იგორ მასიიჩუკი პოსტში დარწმუნებით არ წერს, რომ ვიდეოში ნამდვილად ოლენა ზელენსკაა, არამედ წერს: „ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს ოლენა ზელენსკას“.

გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ქალი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, უკრაინის პირველი ლედია. ვიდეო საკმაოდ დაბალი ხარისხით ვრცელდება და ქალს სახე თითქმის არ უჩანს. პირველ ვიდეოში (იხილეთ ფოტო ქვემოთ) ვიდეოში მყოფი ქალი ზურგით ჩანს.

მეორე ვიდეოში ჩანს მანქანა, რომლითაც პოსტების მტკიცებით, ოლენა ზელენსკა გადაადგილდებოდა. ვიდეოდან ამოჭრილი კადრი, სადაც ქალი სახის მხრიდან ჩანს, იმდენად ბუნდოვანია, რომ ძალიან რთულია მისი ვინაობის დადგენა (ფოტოები იხ. ქვემოთ).

გარდა ამისა, მასიიჩუკის პოსტში წერია, რომ ვიდეოში ის თვითმფრინავი ჩანს, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იყენებს. საგულისხმოა, რომ სანდუს არ ჰყავს პირადი თვითმფრინავი. ხოლო მას შემდეგ, რაც 2023 წელს მოლდოვას ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Moldova ოპერირება შეაჩერა, მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციას VIP ფრენების შესაძლებლობა არ აქვს. ხოლო ქვეყნის საჰაერო ძალებს ამ მიზნისთვის თვითმფრინავები არ ჰყავს. მოლდოვას პრეზიდენტი ხშირად იყენებს ეკონომ-კლასის ფრენებს. ინტერნეტსივრცეში იძებნება ფოტოები, რაც ამას ადასტურებს. მაგალითად, 2021 წლის ივლისში მაია სანდუ საქართველოს SkyUp airline-ის თვითმფრინავით ეწვია. ეს უკრაინული ჩარტერული და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა (იხ. ფოტო 1). ასევე ცნობილია, რომ სანდუ ხშირად იყენებს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ კომპანია WizzAir-ს (იხ. ფოტო 2).

ფოტო 1

ფოტო 2

ინფორმაცია ბერძნულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Greece Fact check-მა გადაამოწმა. მათ თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომრის ამოცნობა შეძლეს (9H-ICE). ინფორმაცია „ჯეოფაქტსმა“ თავადაც გადაამოწმა. სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით,  დასტურდება, რომ ის Airbus A318-112(CJ) Elite-ია, რომელიც მალტურ კომპანია DC Aviation Malta-ს ეკუთვნის, ეს უკანასკნელი კი გერმანული DC Aviation GmbH-ის შვილობილი კომპანიაა (ფოტოები იხილეთ ქვემოთ). ამდენად, თვითმფრინავის მაია სანდუსთან კავშირი არ დასტურდება. ამასთან, Flightradar24-ის ვებგვერდზე (შვედური ინტერნეტ-სერვისი, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს ფრენებს, ამასთან მოიცავს ინფორმაციას ფრენის ნომრების, საჰაერო ხომალდის ტიპებისა და ა.შ. შესახებ) ჩამოთვლილია ყველა ლოკაცია, სადაც აღნიშნული თვითმფრინავის ბაზაა. მოლდოვა ამ სიაში არ არის.

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

DC aviation Malta-ს თვითმფრინავი

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა. გავრცელებულ მტკიცებას ცენტრი ტყუილს უწოდებს.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო ვერ ადასტურებს მტკიცებას, რომლის თანახმადაც უკრაინის პირველი ლედი შვეიცარიაში ისვენებს.

საგულისხმოა, რომ ოლენა ზელენსკასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული მტკიცებები, მის მიერ ძვირადღირებული შენაძენების შესახებ ფაქტების გადამმოწმებლებს არაერთხელ გადაუმოწმებიათ. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში უკრაინის პირველი ლედის შესახებ გავრცელდა ყალბი ამბავი, თითქოს მან ნიუ-იორკში, Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტ დახარჯა. 2024 წლის ივლისში გავრცელებული მტკიცების თანახმად, ზელენსკამ ბუგატის მარკის უახლესი მოდელი შეიძინა. აღნიშნული მტკიცებები ყალბი აღმოჩნდა.

 

ყველა პოსტის ნახვა

პლაკატი, რომელიც პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვას შეიცავს და მიმდინარე აქციების დისკრედიტაციას ემსახურება, ყალბია
პლაკატი, რომელიც პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვას შეიცავს და მიმდინარე აქციების დისკრედიტაციას ემსახურება, ყალბია
იან 10, 2025
„ქართული ოცნების“ ლიდერები: არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია, მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია აშშ-სთვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია
„ქართული ოცნების“ ლიდერები: არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია, მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია აშშ-სთვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია
ივლ 30, 2024
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სექ 05, 2025
სოციალურ ქსელში უკრაინელი ჯარისკაცის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინელი ჯარისკაცის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება
იან 13, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.