Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც „ჯგუფელები“ ელენე ხოშტარიას მიმართავენ?

რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც „ჯგუფელები“ ელენე ხოშტარიას მიმართავენ?

იანვარს 24, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში TikTok-ანგარიში და Facebook-გვერდები POSTV-პოლიტიკა და POSTV-ანალიტიკა, ვიდეოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ჯგუფელების მიმართვა ვრცელდება“.

ვიდეოში ჩანს სამი მამაკაცი, რომლებიც ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიასთან ერთად МГИМО-ში (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) სწავლობდნენ, სადაც ხშირად ერთად სვამდნენ. საუბარს პირველი მამაკაცი იწყებს: „მივესალმებით ელენე ხოშტარიას! ის ჩვენთან ერთად სწავლობდა МГИМО-ში, სადაც ხშირად ერთად ვსვამდით. დღეს კი მან მიგვატოვა და მარტო სვამს თბილისში.“ შემდეგ მეორე აგრძელებს: „დაგვიბრუნდი, ჩვენ გარეშე ნუ სვამ. საზიანოა შენი ჯანმრთელობისთვის.“ ამის შემდეგ ისევ პირველი ამბობს: „ძალიან მოგვენატრე. უფრო მეტად დასალევად. ლენაჩკა ან ჩვენ წაგვიყვანე ან სულ ყველა ჩვენით ჩამოვალთ. და დაიმახსოვრე ჩვენი მაფია შენს გამო ნებისმიერს დედას უტირებს“ – ნათქვამია გავრცელებულ ვიდეოში.

ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით ვიდეოში მყოფი მამაკაცების TikTok ანგარიშს მივაგენით. ანგარიშს, სახელად Cucumber Mafia 500-ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. პროფილის აღწერაში კი მითითებული აქვთ, რომ სასურველი ვიდეოს შეკვეთისთვის პირად შეტყობინებაში მიწერონ. ამასთან, პირველივე ვიდეოში, რომელიც ანგარიშზე გადასვლისას გვხვდება, ვიდეოში მყოფი პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათთვის ვიდეოს ან/და რეკლამის შეკვეთა.

აქვეა განთავსებული ელენე ხოშტარიას მისამართით გავრცელებული ვიდეოც, რომლის აღწერაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია როგორ შეიძლება ვიდეოს შეკვეთა.

საგულისხმოა, რომ TikTok ანგარიშის გვერდზე არაერთი მისალოცი ვიდეო გვხვდება, მათ შორის, ქართველებისთვის ჩაწერილი. (1; 2)  გარდა ამისა, სხვადასხვა ვიდეოს კომენტარებში აღნიშნულია, რომ ვიდეოში მყოფი ადამიანები უკრაინის დედაქალაქიდან, კიევიდან არიან. „ჯეოფაქტსმა“ ეს ინფორმაცია მათ გვერდზე ატვირთული ვიდეოების მიმოხილვის შედეგად გადაამოწმა და ერთ-ერთი ვიდეოს გადაღების ლოკაციაც დაადგინა. ვიდეოში ჩანს ავტობუსი N530, ასევე უკანა ფონზე ჩანს მაკდონალდსის ლოგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ ადგილას მაკდონალდსის რესტორანი უნდა იყოს განთავსებული. შემდგომ ვიდეოს კადრი მარცხნივ ტრიალდება და ჩანს კაფე, სახელად “el coyote”. (ფოტოები იხ. ქვემოთ) კიევის N530 ავტობუსის მარშრუტისა და კაფეს ლოკაციის მიხედვით ვიდეოს გადაღების ადგილი ვიპოვეთ.

წყარო: Cucumber_mafia

წყარო: Google maps

 

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ TikTok-ის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ელენე ხოშტარიასთვის ჩაწერილი ვიდეო 54 წამიანია, ხოლო POSTV-ის მიერ გავრცელებული 38 წამიანი. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ POSTV-მ ვიდეოში მყოფი მესამე პირის საუბრის მომენტი ამოჭრა. ამ პიროვნებას მარჯვენა ხელზე უკრაინის დროშის სამკლავური აქვს დამაგრებული.

კადრი TikTok ვიდეოდან

„ჯეოფაქტსი“ TikTok-გვერდს @cucumber_mafia დაუკავშირდა და უფრო დეტალურად გაარკვია, როგორ ხდება ვიდეოს შეკვეთა. მათ მოგვწერეს, რომ ვიდეოს საფასური 40 დოლარია. საჭიროა იმ ადამიანის სახელისა და ფოტოს მიწოდება, ვისთვისაცაა ვიდეო განკუთვნილი და ასევე სხვა დამატებითი სურვილი ვიდეოსთან დაკავშირებით.

ამგვარად, POSTV-ის მტკიცება, რომ ვიდეოში ელენე ხოშტარიას ჯგუფელები არიან, არ დასტურდება. მსგავსი ვიდეოს ჩაწერა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაც TIkTok-ანგარიშის პროფილის აღწერასა და პროფილზე არსებულ პირველივე ვიდეოშია ხაზგასმული.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: კაია კალასი  ისრაელის მიერ  დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
დეზინფორმაცია: კაია კალასი ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
ნოე 21, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 15, 2024
სოციალურ ქსელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეო რედაქტირებული ხმოვანი ჩანაწერით ვრცელდება
სოციალურ ქსელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეო რედაქტირებული ხმოვანი ჩანაწერით ვრცელდება
იან 10, 2025
სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძის ინტერვიუდან კადრები მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძის ინტერვიუდან კადრები მანიპულირებულად ვრცელდება
ოქტ 07, 2025
ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“
ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“
ნოე 24, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.