Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
საქართველოს მთავრობას ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვა არ დაუწესებია

საქართველოს მთავრობას ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვა არ დაუწესებია

სექტემბერს 16, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი · პოლიტიკა
გაზიარება

საქართველოს მთავრობას ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვა არ დაუწესებია

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, თითქოს "საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა" (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე 2026 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით არ იძებნება ცნობა, ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ. Google-ის საძიებო სისტემაში ფრაზის "ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი" ძებნისას აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი სანდო წყარო არ იძებნება. ძიების შედეგებს შორის სანდო მედიის მიერ გამოქვეყნებული. 2016 წლის ცნობები გვხვდება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინალური პასპორტის მფლობელებს საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე  45 დღემდე ყოფნის უფლებით სარგებლობა შეეძლებათ, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საკონსულო გვერდზე ძიებისას (ვებგვერდზე ქვეყნად "ირანის" არჩევის შემთხვევაში, პასპორტის ველში ორდინალური და ვიზიტის ტიპში მოკვლევადიანი), ჩანს, რომ 2016 წელს მიღებული რეჟიმი კვლავ ძალაშია და ირანის მოქალაქეებს, საქართველოში 45 დღით უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება აქვთ.

შესაძლოა გავრცელებული ინფორმაცია უკავშირდებოდეს საქართველოს გადაწყვეტილებას აღასრულოს აშშ-ის მიერ 8 სექტემბერს გამოცხადებული სანქციები, რომლებიც 27 ირანულ ავიაკომპანიას შეეხო, მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ. 10 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველო "საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" იმოქმედებს და უზრუნველყოფს "საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც“.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში ირანის საელჩო გამოეხმაურა (არქივი). საელჩომ შავი ზღვის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი. პოსტში აღნიშნულია: "ბოლო დღეებში, ირანელმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული მოგზაურობების გაგრძელებასთან დაკავშირებით ახალი კითხვებით მიმართეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებას. ჩვენი პასუხი ნათელია: საქართველო, უდავოდ, შავი ზღვის სანაპიროზე ირანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება იყო — ულამაზესი ქვეყანა, გამორჩეული ბუნებით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, წყაროებითა და მინერალური წყლებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მრავალ ირანელ ტურისტს მასპინძლობდა.

ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ამ ქვეყნის დამოუკიდებელ არჩევანს. საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას."

ამდენად, ირანის საელჩომ სწორედ სანქციებიდან გამომდინარე შეზღუდვებზე ისაუბრა და ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე არაფერი აღუნიშნავს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 01, 2025
კონსპირაცია, თითქოს კესარია აბრამიძის მკვლელობა დასავლეთის მოწყობილია
კონსპირაცია, თითქოს კესარია აბრამიძის მკვლელობა დასავლეთის მოწყობილია
ოქტ 16, 2024
სოციალურ ქსელში ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აგვ 28, 2026
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
იან 23, 2026
დეზინფორმაცია: „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს
დეზინფორმაცია: „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს
აგვ 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.