Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ამბები.ჯი-ის ლოგოს გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ამბები.ჯი-ის ლოგოს გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Gvalski Temo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომელშიც ის საკვებს (სავარაუდოდ, ღვეზელს) იღებს. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „თავს სუსტად ვგრძნობთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, შიმშილობის 25-ე დღეა – აქციის შეწყვეტაზე არ ვფიქრობთ“. ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში თან ახლავს ლოგო „ა“. რეალურად, ვიდეო ყალბია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში საინფორმაციო სააგენტო „ამბები.GE-ს“ ლოგო ჩანს. გამოქვეყნებული მასალა ვიზუალურადაც ჰგავს სააგენტოს საინფორმაციო ბარათების სტილს. „ამბები.GE-ს“ Facebook-გვერდზე 21 ნოემბერს გამოქვეყნებული იდენტური ფოტო იძებნება იდენტური წარწერით.

სწორედ აღნიშნული ფოტოს/ბარათის ბაზაზეა შექმნილი ვიდეო ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.  AI ამომცნობი ხელსაწყოს, Hivemoderation-ის თანახმად, ვიდეო 89.9%-ით შეიცავს ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake-ის ნიშნებს.

ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს სხვადასხვა დეტალი. მაგალითად, გედევან ფოფხაძის ხელში მოულოდნელად ჩნდება ღვეზელი და მობილური ტელეფონი ქუდის ნაცვლად. მოგვიანებით კი, მისი ხელი არაბუნებრივ ფორმას იღებს, ორად იყოფა და 7 თითს ითვლის. ამასთანავე, ვიდეოს განმავლობაში ფოფხაძე ერთსა და იმავე ლუკმას აგემოვნებს და ღვეზელს ფორმა არ ეცვლება. არაბუნებრივია ასევე მისი თმაც. ვიდეოში ისე ჩანს, თითქოს გედევან ფოფხაძეს გრძელი თმა აქვს შეკრული, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ვიდეო მიანიშნებს, თითქოს გედევან ფოფხაძის განცხადებისა და შიმშილობის მიუხედავად, მან კვება დაიწყო. სინამდვილეში, ამგვარი განცხადებაც ყალბია და არც ერთი სანდო მედია თუ ღია წყარო არ იტყობინება, რომ ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტა. 24 ნოემბრის მონაცემებით, პარლამენტის წინ 9 მოქალაქე უკვე 28-ე დღეა შიმშილობს, მათ შორისაა გედევან ფოფხაძეც.

ცნობისთვის, 2025 წლის 28 ოქტომბერს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ ოთხ აქტივისტთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა. მოგვიანებით, მათ სხვა აქტივისტებიც შეუერთდნენ. მათი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
თებ 17, 2025
სოციალურ ქსელში „კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ვრცელდება
აპრ 24, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება
მაი 22, 2025
სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მარ 31, 2025
დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას არ გაულანძღავთ
დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას არ გაულანძღავთ
აპრ 22, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.