Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ

დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ

ნოემბერს 21, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), ფოტოს  ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ „თსუ-ში შევარდნილი ნაცტერორისტები იქაურობას აპარტახებენ!..“. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია, ვიზუალურადაც ჩანს, რომ მასში ნაცრისფერი დეტალებია ჩასმული. ამავდროულად, თსუ-ში სტუდენტების შესვლისა და შემდგომი კადრების ნახვის შემდეგ ცხადი ხდება, უნივერსიტეტის ინვენტარის დაზიანების ფაქტი არ დასტურდება.

20 ნოემბერს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს  სტუდენტების ნაწილი თსუ-ს I კორპუსში შევიდა. ისინი  უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ. 20 ნოემბერს, როგორც „დაფიონი“ წერს,  თსუ-ს I კორპუსის 023 აუდიტორიაში ლექციაც ჩაატარეს, რომლის თემა სხვადასხვა ეპოქაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი იყო.

ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს, სწორედ 023 აუდიტორიაშია გადაღებული.  მსგავსი ფოტოები სხვადასხვა მედიასაშუალების მიერაც გავრცელდა, მათ შორის ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ და „რადიო თავისუფლება“, არც ერთ მათგანში არ ჩანს დაზიანებული ინვენტარი.

„ჯეოფაქტსმა“ ასევე  სტუდენტების უნივერსიტეტში შესვლის კადრებიც გადაამოწმა, რაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა. მათ შორის, „რადიო თავისუფლება“, „პირველი არხი“; „მთავარი არხი“; Palitranews; არც ერთ კადრში ჩანს, რომ სტუდენტები ძალადობრივად იქცევიან, ან უნივერსიტეტის ინვენტარს აზიანებენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ნათელია, რომ ნაცრისფერი დეტალები ჩასმულია, ისინი ჰაერშია გამოკიდებული, მაშინ, როცა ხელში არავის უჭირავს.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეჭრის შემდეგ იქაურობა გააპარტახეს, არის ტყუილი. ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო კი რედაქტირებულია.

 

ყველა პოსტის ნახვა

თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები მედიის არქივში
თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები მედიის არქივში
დეკ 25, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ რიტუალს ესწრება და 33-ე ხარისხის მასონის სტატუს იღებს
დეზინფორმაცია: ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ რიტუალს ესწრება და 33-ე ხარისხის მასონის სტატუს იღებს
ნოე 12, 2024
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა
ნოე 06, 2024
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 14, 2024
900-მდე ახალი ავტომობილი - სახელმწიფო სხვადასხვა უწყებისთვის 60 მილიონამდე ლარის ავტომობილებს შეიძენს
900-მდე ახალი ავტომობილი - სახელმწიფო სხვადასხვა უწყებისთვის 60 მილიონამდე ლარის ავტომობილებს შეიძენს
იან 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.