Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბი ამბავი, თითქოს ერაყი ოფიციალურად ჩაერთო ომში ისრაელის და აშშ-ს წინააღმდეგ

ყალბი ამბავი, თითქოს ერაყი ოფიციალურად ჩაერთო ომში ისრაელის და აშშ-ს წინააღმდეგ

აპრილს 8, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (ბმული 1, 2), თითქოს ერაყი ოფიციალურად ჩაერთო ომში ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ერაყის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ მისი ტერიტორია და სამხედრო ძალები შეტევის ქვეშ მოექცევა, მიიღოს თავდაცვითი ზომები, რაც არ ნიშნავს აშშ-სა და ისრაელისთვის ომის გამოცხადებას, ან მათ წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვას.



2026 წლის 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივად შეუტიეს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას და პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას. ირანმა მალევე უპასუხა შეტევას და საპასუხო თავდასხმები განახორციელა რაკეტებით და დრონებით ისრაელზე, რეგიონში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და აშშ-ის და ისრაელის მოკავშირეებზე რეგიონში.

ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში კონფლიქტი რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდა. ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა, მათ შორის, იემენის ჰუსიტებმა, დაიწყეს შეტევები ისრაელზე, ხოლო სამხედრო მოქმედებების არეალი გაფართოვდა ლიბანში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ამ კონფლიქტში ერაყი ერთ-ერთi ყველაზე მოწყვლადი აქტორია, რადგან მისი ტერიტორია გახდა როგორც აშშ-ის და ისრაელის, ისე ირანის დარტყმების ობიექტი, იმის გამო, რომ ერაყში განლაგებულია როგორც აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურა, ისე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები. კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეს, 28 თებერვალს, სამხედრო შეტევები განხორციელდა ერაყში „სახალხო მობილიზაციის ძალების“ (PMF) წინააღმდეგ.

მარტის განმავლობაში მსგავსი ინციდენტები გახშირდა და უფრო მასშტაბური გახდა. 23–24 მარტს დასავლეთ ერაყში მდებარე PMF-ის შტაბებზე და ობიექტებზე მიტანილმა საჰაერო დარტყმებმა მინიმუმ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერაყმა ამ თავდასხმებში ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა. 28 მარტს ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის აეროპორტის მიმდებარედ, კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა PMF-ის შტაბზე, რასაც მოჰყვა მსხვერპლი როგორც მებრძოლებში, ისე ერაყელ პოლიციელებს შორის. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სხვა მსგავსი შემთხვევებიც, მათ შორის, თავდასხმები სამხედრო ბაზებზე, სადაც ერთად იყვნენ განლაგებული როგორც ერაყის რეგულარული სამხედრო ძალები, ისე PMF-ის ქვედანაყოფები.

ამ ფონზე, ერაყის ხელისუფლებამ დაგმო თავდასხმები, როგორც სუვერენიტეტის დარღვევა, და დაიწყო საპროტესტო კომუნიკაცია როგორც ვაშინგტონთან, ისე თეირანთან. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ PMF-ს მისცა ნებართვა იმოქმედოს თავდაცვის ფარგლებში და უპასუხოს მასზე მიმართულ თავდასხმებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ერაყის მთავრობის სწორედ ამ განცხადებას ასახავს, რომელიც 2026 წლის 24 მარტს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა გააჟღერა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება არ დასტურდება, ერაყი ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ ომში არ ჩართულა.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა
დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა
მარ 04, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივლ 23, 2025
დეზინფორმაცია: გრიგოლ გეგელია დონალდ ტრამპს რუსული დაზვერვის აგენტს უწოდებს
დეზინფორმაცია: გრიგოლ გეგელია დონალდ ტრამპს რუსული დაზვერვის აგენტს უწოდებს
მაი 01, 2025
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით
ოქტ 13, 2025
გიორგი კირთაძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
გიორგი კირთაძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
იან 28, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.