Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია

პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია

ოქტომბერს 17, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

2025 წლის 11 და 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ესპანეთის და თურქეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართა. ამავე პერიოდში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და პრორუსული განწყობების ანგარიშებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს პოსტი (1, 2), რომლის მიხედვითაც დაუკონკრეტებელი ჯგუფები, რომლებიც უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ღიად უჭერენ მხარს, უკრაინასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩამდე საზოგადოებას თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებისა და უკრაინელებისთვის დაჩოქებისკენ მოუწოდებენ. პოსტი ყალბია. მსგავსი მოწოდება არცერთ უკრაინის მხარდამჭერ, პროდასავლურად განწყობილ ჯგუფს გაუვრცელებია. ყალბი პოსტი ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში უკრაინასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 2024 წლის 11 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის წინ Facebook-სა და TikTok-ზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ანონიმური გვერდების მიერ კოორდინირებულად გავრცელდა.

დეზინფორმაციის სამიზნე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებაა, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას მხარს უჭერენ. აღნიშნულზე რამდენიმე გარემოება მიუთითებს. 2024 წლის ოქტომბერში იდენტური პოსტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ანონიმურმა გვერდებმა გაავრცელეს. ამავდროულად, პოსტების აღწერა, როგორიცაა – „სულ გაგიჟდნენ ეს ნაცები“ – მიუთითებს, რომ ანონიმური გვერდები მოწოდების გავრცელებას ოპოზიციურ და კრიტიკულად განწყობილ ჯგუფებს მიაწერენ. 2024 წლის ოქტომბერშივე პროსახელისუფლებო მედია POSTV-თან დაკავშირებულმა Facebook-გვერდმა ad hoc, გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „ქართველი ლიბერალი ნაკრებს ქომაგობს“, რომელშიც მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო. ვიდეოში „ქართველი ლიბერალი“ უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩში უკრაინას გულშემატკივრობს. აღნიშნული ვიდეო დაკავშირებულია ხელისუფლების და პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ნარატივთან, რომლის მიხედვითაც „ქართველი ლიბერალებს“, ანუ ჯგუფებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარ სამშობლოზე მეტად უკრაინა უყვართ, რადგან ისინი „უსამშობლოები“ და „აგენტურის წევრები“ არიან (ტერმინი „აგენტურა“ 2023 წელს პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის დაინიციირების შემდეგ „ქართული ოცნების“, მათი მხარდამჭერი მედიების და ჯგუფების მიერ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით სისტემატიურად გამოიყენება).

რეალურად, როგორც 2024, ასევე 2025 წლის ოქტომბერში, სანდო მედიაწყაროების, პოლიტიკური პარტიების, აქტივისტური ჯგუფების და სხვადასხვა სახის ორგანიზაციების სოციალური ქსელის გვერდების და საჯარო განცხადებების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი მოწოდება არსად გაკეთებულა, ხოლო პოსტის პირველწყარო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ანონიმური გვერდები არიან.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
ივლ 11, 2025
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
თებ 25, 2025
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
იან 25, 2026
დეზინფორმაცია: მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა
დეზინფორმაცია: მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა
ივნ 12, 2024
დეზინფორმაცია: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
დეზინფორმაცია: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ნოე 18, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.