Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
პატრიარქ შიო III-ს რუსეთის პრეზიდენტისთვის დაბადების დღე არ მიულოცია

პატრიარქ შიო III-ს რუსეთის პრეზიდენტისთვის დაბადების დღე არ მიულოცია

ოქტომბერს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, შიო III-მ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაბადების დღე მიულოცა.

ღია წყაროებში, მათ შორის არც ქართულ და რუსულ მედიაში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. 

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომლის თანახმადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, შიო III-მ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაბადების დღე მიულოცა (დაარქივებული ბმული). თავად პოსტში ავტორი არ ასახელებს წყაროს, თუ საიდან აქვს ინფორმაცია. თუმცა პოსტის პირველივე კომენტარად ვხედავთ ავტორის განმარტებას, რომ მან ეს მილოცვა სოციალურ ქსელ ტვიტერზე (ამჟამად X) ნახა, მაგრამ იმის გამო, რომ "ტელეფონი არ უვარგა" მილოცვის ბმულს ვერ დადებს. კომენტარიდან ასევე აშკარაა, რომ ავტორი ამ ამბავს მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღე 7 ოქტომბერია. სწორედ ამ დღეს გავრცელდა ჩვენ მიერ განხილული ფეისბუქ პოსტი.

პოსტში არსებული მტკიცება არ დასტურდება ღია წყაროებით. მსგავსი ინფორმაციის ძიება არც ქართულ და არც რუსულ ენაზე არ გვაძლევს დასტურს, რომ მსგავსი მილოცვა მართლაც გავრცელდა. ორივე შემთხვევაში გვხვდება სიახლეები, რომელთა მიხედვითაც პუტინს დაბადების დღე რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიულოცა. აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება არც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე (ბმული 1, 2, არქივი) და Facebook-გვერდზე (საპატრიარქოს გვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული სიახლე საერთოდ არ იძებნება, საპატრიარქოს 4 და 8 ოქტომბერს აქვს სიახლე გამოქვეყნებული - ბმული 1, 2).

რუსეთის და საქართველოს ურთიერთობოს დინამიკიდან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პატრიარქ შიო მესამე მართლაც რომ მიელოცა დაბადების დღე ვლადიმირ პუტინისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს ფართოდ გაშუქდებოდა ქართული მედიის მიერ. ასევე დიდია ალბათობა, რომ საკითხს გააშუქებდა და პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენებდა რუსეთის სამთავრობო მედიაც. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბის ნამდვილობა არ დასტურდება.

მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება არც X-ზე. აღნიშნულ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ან პატრიარქთან დაკავშირებული ოფიციალური არხი არ იძებნება.

ყველა პოსტის ნახვა

დავით ბერძენიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
დავით ბერძენიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
დეკ 25, 2025
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
ივლ 22, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
თებ 17, 2025
გუბაზ სანიკიძის და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ფრაგმენტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
გუბაზ სანიკიძის და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ფრაგმენტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 16, 2026
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
მაი 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.