Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დავით ბერძენიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

დავით ბერძენიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

დეკემბერს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელ Facebook-სა და TikTok-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც პოდკასტ „ტვინის გასაღების“ წამყვანები, თორნიკე ბაღათურია და საბა ჯანაშია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას აფასებენ. პოდკასტში მოცემული ინტერვიუს მონაკვეთი იმგვარადაა მოჭრილი, რომ განცხადების კონტექსტს სრულად არ აჩვენებს და შეცდომაში შემყვანია.

ინტერვიუს მონაკვეთში ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან საუბარს იხსენებს: „მას [ბიძინა ივანიშვილის] უთქვამს ასეთი რამ, ჩემთვის უთქვამს და მარტო ჩემთვის არა, რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, ამიტომ მოდი ნატო გავცვალოთ აფხაზეთში“. „ტვინის გასაღების“ პოდკასტში ბერძენიშვილის აღნიშნული განცხადება არასრულად არის გადმოცემული, რაც პოსტის აღწერასთან ერთად, ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილის გამო აკრიტიკებს. „ბერძენიშვილების და მსგავსი არსებების აზრით, ნატოში თუ გავცვლით ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას როგორც ქვეყნის ღალატად ისე განიხილავენ“, ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. „წარმოიდგინე როგორ აბსურდში არიან. ქვეყნის განცდა და პატრიოტიზმი იმდენად მინუსებში აქვთ ტიპებს დაყვანილი, რომ ნატო ურჩევნიათ აფხაზეთს და სამაჩაბლოს“, ამბობს „ტვინის გასაღების“ ერთ-ერთი წამყვანი, თორნიკე ბაღათურია.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განცხადება „ტვ პირველის“ გადაცემა „ღამის ამბების“ 2019 წლის ეთერიდან არის აღებული, რომელშიც პოლიტიკოსი სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაზე საუბრობს. სრულ ჩანაწერში დავით ბერძენიშვილი ივანიშვილთან მისი საუბრის შეფასებას აგრძელებს: „მას [ბიძინა ივანიშვილის] უთქვამს ასეთი რამ, ჩემთვის უთქვამს და მარტო ჩემთვის არა, რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, ამიტომ მოდი ნატო გავცვალოთ აფხაზეთში. ჩვენ ვუთხარით, რომ აფხაზეთში [ნატო] არ იცვლება და ასე არ არის… ანუ ნატოზე უარს თუ ვიტყვით, რუსეთს მოველაპარაკებითო, აფხაზეთი დაგვიბრუნოსო. მას წარმოდგენა არ აქვს გეოპოლიტიკაზე, ის ძალიან მარტივად უყურებს…“

იგივე შინაარსის განცხადება დავით ბერძენიშვილმა იმავე პერიოდში „ფორმულას“ ეთერშიც გააკეთა: „ამიტომ ამ ვითარებაში, როცა ბიძინა მეუბნებოდა, რომ მოდი აფხაზეთი მოგვცეს რუსეთმა და ჩვენ ნატოზე უარი ვუთხრათ, ავუხსენი, რომ ჯერ ერთი ნატოზე უარს არ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-არ აღდგენის საკითხი…“

აქედან გამომდინარე, სრულ ჩანაწერში დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს არა ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის იდეის, არამედ საკითხის ამგვარად დაყენების გამო აკრიტიკებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული მონაკვეთი კი მცდარად მიანიშნებს, თითქოს ბერძენიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მეტად ნატოში გაწევრიანებას ანიჭებს უპირატესობას.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: გრიგოლ გეგელია დონალდ ტრამპს რუსული დაზვერვის აგენტს უწოდებს
დეზინფორმაცია: გრიგოლ გეგელია დონალდ ტრამპს რუსული დაზვერვის აგენტს უწოდებს
მაი 01, 2025
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
იან 12, 2026
სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 28, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
დეკ 24, 2025
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.