Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

ნოემბერს 21, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Katie Toloraya, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ქართველი ოპოზიციონერი მურმან დუმბაძე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანან. ვიდეოში დუმბაძე ამბობს: „ჩვენი ამოცანაა, ეს კაცი შევბოჭოთ, მივიყვანოთ საავადმყოფოში, ფსიქიატრებთან, ვუმკურნალოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი, ფსიქიატრთან მისასვლელი კაცი და მივეხმაროთ, მივიყვანოთ, ვუმკურნალოთ და მერე დავსვათ საკითხი, ასე ვთქვათ, მისი დღის წესრიგში შემოვიტანოთ მისი სასამართლოში მიყვანის საკითხი. ეს არის გასაკეთებელი..“ ვიდეო ორ ნაწილადაა გაყოფილი, ქვემოთ ნაწილში მიხეილ სააკაშვილი ჩანს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. სინამდვილეში, ამ ტექსტით დუმბაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს (არქივირებული ბმული). იდენტური ვიდეო TikTok-ის პლატფორმაზეც გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მოჭრილია „ტვ პირველის“ გადაცემიდან „დღის ამბები“, რომელიც ეთერში 2025 წლის 6 ნოემბერს გავიდა. მურმან დუმბაძე ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა. სრული ტექსტი შემდეგნაირია: „პოლიტიკურ ლიდერებს მივმართავ, განსაკუთრებით ვინც ციხეშია და ვინც ციხის გარეთაა, მივმართავ, რომ დავანებოთ თავი ერთმანეთის პარტიების დასახელებას, ახლა  პარტიების დრო არ არის, ეს არის დიდი ერთიანობის დრო და ერთად ლაგოდეხიდან სარფამდე გავიშალოთ, მთელი საქართველო ქუჩაში უნდა გამოვიდეს, შეგვიძლია გამოვიდეთ 100 000, 200 000, ნახევარი მილიონი, 1 მილიონი ადამიანი. ვერაფერს ვერ იზამს ბიძინა ივანიშვილი, ის იძულებული იქნება აწიოს ორივე ხელი და მიბრუნდეს და გავიდეს იმ სახელისუფლებო ოთახიდან. ეს არის უმთავრესი ამოცანა. გავაკეთებთ ამას – ძალიან კარგი, არ გავაკეთებთ – მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ახალ-ახალ სისულელეებს გამოაცხობს. ეს კაცი არის ფსიქიკურად ავადმყოფი, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ უნდა დაუდგეს, ჩვენი ამოცანაა, ეს კაცი შევბოჭოთ, მივიყვანოთ საავადმყოფოში, ფსიქიატრებთან, ვუმკურნალოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი, ფსიქიატრთან მისასვლელი კაცი და მივეხმაროთ, მივიყვანოთ, ვუმკურნალოთ და მერე დავსვათ საკითხი, ასე ვთქვათ, მისი დღის წესრიგში შემოვიტანოთ მისი სასამართლოში მიყვანის საკითხი. ეს არის გასაკეთებელი..“

ამგვარად, ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მურმან დუმბაძე ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს. სინამდვილეში კი, ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

ყველა პოსტის ნახვა

ნინო ნადირაძე გიორგი ვაშაძის ციტატას კონტექსტის გარეშე ავრცელებს
ნინო ნადირაძე გიორგი ვაშაძის ციტატას კონტექსტის გარეშე ავრცელებს
სექ 10, 2025
დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკა შვეიცარიაში ისვენებს
დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკა შვეიცარიაში ისვენებს
იან 23, 2025
სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 18, 2025
დეზინფორმაცია: ჩინეთმა, ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად,  გაარღვია საჰაერო სივრცე და ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიაწოდა
დეზინფორმაცია: ჩინეთმა, ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, გაარღვია საჰაერო სივრცე და ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიაწოდა
ივლ 30, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
ნოე 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.