Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: აქციის ერთი და იგივე მონაწილე ორ სხვადასხვა მარშში  მონაწილეობდა

დეზინფორმაცია: აქციის ერთი და იგივე მონაწილე ორ სხვადასხვა მარშში მონაწილეობდა

დეკემბერს 17, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტივი“ ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც აქციების ერთი და იგივე მონაწილე როგორც PR სპეციალისტების, ისე „ბარსელონას“ და „რეალ მადრიდის“ საფეხბურთო გუნდების ფან-კლუბების საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობდა. „ერთი და იგივე მომიტინგე ჯერ PR მარშში მონაწილეობდა, შემდეგ ფანკლუბის მარშში“, ვკითხულობთ პოსტზე, რომელშიც თორნიკე რაზმაძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ორი სხვადასხვა კომენტარის ფოტოანაბეჭდი არის გამოსახული.

იდენტური Facebook-პოსტი ტელეკომპანია „იმედმაც“ გაავრცელა, თუმცა პოსტი რამდენიმე საათში წაშალა. დამატებით, 16 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა (30:50), რომ „ერთი და იგივე ადამიანი ხან, ასე ვთქვათ, კაცების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან იურისტების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან დილით ადრე ამდგომების მარშში იღებს მონაწილეობას და ა.შ… არის რაღაც ერთი, სტაბილური რაოდენობა ადამიანებისა, რამდენიმე ასეული, რომელიც ყოველდღე გამოხატავს ამ თავის პროტესტს და ა.შ.“.

რეალურად, „პოსტივის“ პოსტში წარმოდგენილი ფოტოანაბეჭდებითაც არ დასტურდება, რომ თორნიკე რაზმაძე ორივე დასახელებულ საპროტესტო მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

თორნიკე რაზმაძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული კომენტარებიდან ერთ-ერთი „ბარსელონას“ და „რეალ მადრიდის“ გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობის დაწყებამდე, 15 დეკემბერს არის გადაღებული. რაც შეეხება მეორე კომენტარს, თორნიკე რაზმაძე „ფორმულას“ მიერ მოხსენიებულია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტი, თუმცა ამით PR მენეჯერების საპროტესტო მსვლელობაში მისი მონაწილეობა არ დასტურდება. რეალურად, „ფორმულამ“ თორნიკე რაზმაძის კომენტარი პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციიდან, „პოსტივის“ პოსტის გამოქვეყნებიდან ხუთი დღით ადრე, 9 დეკემბერს გამოაქვეყნა, რაც თავად „პოსტივის“ ე.წ. „ქარდშიც“ ჩანს. ვაკის პარკიდან მარკეტერებისა და PR მენეჯერების მსვლელობა კი 13 დეკემბერს გაიმართა. აქედან გამომდინარე, „პოსტივის“ მიერ თორნიკე რაზმაძის PR მენეჯერების მსვლელობაში მონაწილეობის მტკიცება აღნიშნული მსვლელობიდან 4 დღით ადრე ჩაწერილი ინტერვიუთი, ვერ დადასტურდა.

მტკიცება, რომ თორნიკე რაზმაძე „ჯერ PR მარშში იღებდა მონაწილეობას, შემდეგ ფანკლუბის მარშში“, ტელეკომპანია „ფორმულას“ იმავე პოსტების ფოტოანაბეჭდებზე დაფუძნებით, გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმაც“. „იმედის“ და „პოსტივის“ მიერ გამოქვეყნებული პოსტების გადამოწმების თხოვნით თორნიკე რაზმაძემ „ჯეოფაქტსს“ მიმართა და განმარტა, რომ PR მენეჯერების მსვლელობაზე არ იმყოფებოდა.

ამავდროულად, თორნიკე რაზმაძემ საჯაროდაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქციებზე ვერ გადიოდა და 13 დეკემბერს გამართულ PR მენეჯერების მსვლელობაზე არ ყოფილა. გარდა ამისა, თორნიკე რაზმაძე მიუთითებს, რომ „იმედის“ მტკიცება და მტკიცების დამადასტურებლად მოყვანილი ტელეკომპანია „ფორმულას“ პოსტების ფოტოანაბეჭდები თარიღებში ერთმანეთს არ ემთხვევა. რაზმაძის მიხედვით, ის  „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ Facebook-პოსტი წაშალა.

საპროტესტო მსვლელობების მონაწილეების შესახებ მსგავსი შინაარსის მტკიცება ტელეკომპანია „იმედმა“ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტის, საბა ბრაჭველის შესახებაც გაავრცელა. კერძოდ, „იმედმა“ დაწერა, რომ ბრაჭველი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობაში“ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსთავის მცხოვრებია: „ქალაქ რუსთავში მცხოვრები, NGO სექტორის ლიდერი საბა ბრაჭველიც ესწრებოდა“, ვკითხულობთ პოსტში. საპასუხოდ, საბა ბრაჭველმა განმარტა, რომ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია საბურთალოზე ცხოვრობს. საბა ბრაჭველის სახელზე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინის საკუთრება ნამდვილად დასტურდება (იხ. ამონაწერი).

ყველა პოსტის ნახვა

მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
ივნ 29, 2026
ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ოქტ 01, 2025
ტყუილია, რომ ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება
ტყუილია, რომ ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება
მარ 16, 2026
სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება, თითქოს ინგა გრიგოლია და თორნიკე რაზმაძე კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრას განიცდიან
სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება, თითქოს ინგა გრიგოლია და თორნიკე რაზმაძე კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრას განიცდიან
მაი 07, 2026
დეზინფორმაცია: უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და რეალურად, რუსეთის ნაწილია
დეზინფორმაცია: უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და რეალურად, რუსეთის ნაწილია
სექ 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.