Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

აგვისტოს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც თვითმმართველობის 2025 წლის არჩევნებზე „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის საერთო კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად „ლამაზი ცოლის“ ყოლას წარმოაჩენს. ვიდეოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ტარიელაძე ჩანს. ვიდეოს მიხედვით, ის ამბობს: „უმშვენიერესი მეუღლე ჰყავს. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბათუმის მომავალი მერი ბატონი გოჩა გუგუნავა“. ვიდეოზე დატანილია წარწერა: „ლამაზი ცოლი თუ ჰყავს, კი უნდა მისცეთ ხმა“.

პრეზენტაციის სრული ვიდეოს ნახვა ტელეკომპანია „პირველის“ YouTube გვერდზეა შესაძლებელი. ვიდეოს სრულ ვერსიაში, თემურ ტარიელაძე ამბობს (5:22-დან): “მაშასადამე, მინდა წაგიდგინოთ კაცი ბათუმის მერობის კანდიდატად, რომელიც არის ძირძველი ბათუმელი, რომელსაც უყვარს ბათუმი და რომელიც უყვარს ბათუმს. ეს კაცი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წლიდან ჩართულია ამ რეგიონის, როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ პოლიტიკაში და საქმიანობაში ზოგადად და ყველას კარგად ახსოვს ეს ადამიანი. სამართალმცოდნეა ეს კაცი პროფესიით. [არის] სამი შვილის მამა, უმშვენიერესი მეუღლე ჰყავს. ესაა ადამიანი, რომელიც 2024 წლიდან ჩვენს გუნდშია. ეს კაცი იყო ადამიანი, რომელიც კენჭს იყრიდა უმაღლეს საბჭოში და მე მინდა წარმოგიდგინოთ ბათუმის მომავალი მერი ბატონი გოჩა გუგუნავა.“

როგორც სრული ვიდეოდან ჩანს, თემურ ტარიელაძე ბათუმის მერობის კანდიდატის წარდგენისას ყურადღებას ამახვილებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში გოჩა გუგუნავას მონაწილეობის თითქმის 30-წლიან გამოცდილებაზე, ხაზს უსვამს მის პროფესიასა და წარსულ პოლიტიკურ გამოცდილებას და ახსენებს კანდიდატის ოჯახსაც. არჩევით პოლიტიკურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენისას კანდიდატის ოჯახი მისი დახასიათების მხოლოდ ერთი ნაწილია.

კანდიდატის ოჯახზე აპელირება პოლიტიკურ კომუნიკაციებში გავრცელებული მეთოდია. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის პროფესიული და პოლიტიკური კარიერის მიმოხილვის შემდგომ განაცხადა (2:27-დან): „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით“.

შესაბამისად, სრული კონტექსტის გარეშე, მთლიანი ვიდეოდან მოცემული მონაკვეთის მოჭრა და, დამატებით, ვიდეოზე დატანილი წარწერა, ქმნის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მცდარ წარმოდგენას და შეცდომაში შეჰყავს სოციალური ქსელის მომხმარებლები.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: UEFA-მ EURO-2020-ში მონაწილე ნაკრებების კაპიტნებს „OneLove” სამკლავურის ტარება დაავალა, რაზეც უარი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა
დეზინფორმაცია: UEFA-მ EURO-2020-ში მონაწილე ნაკრებების კაპიტნებს „OneLove” სამკლავურის ტარება დაავალა, რაზეც უარი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა
ივნ 24, 2024
კახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა
კახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა
იან 24, 2025
ევროპარლამენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ შეცდომით იქნა მოხსენიებული და პრესრელიზი შესწორდა
ევროპარლამენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ შეცდომით იქნა მოხსენიებული და პრესრელიზი შესწორდა
დეკ 19, 2024
სოციალურ ქსელში ამერიკული პატენტის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკული პატენტის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სექ 22, 2026
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
იან 23, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.