Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება

ივლისს 29, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგია ასახული.  ვიდეოში ტაბლიაშვილი ამბობს: „უკრაინას, ახლა ხაზგასმით ვამბობ ამას, წინა გადაცემაშიც ვთქვი, ექნება ლეგიტიმური, ვიმეორებ – ლეგიტიმური უფლება, დაბომბოს პირდაპირი მნიშვნელობით დე იურე საქართველოს ხელისუფლება და ეს შესაძლო ამბები მთლიანად მოარღვევს შავი ზღვის ჩვენს ინფრასტრუქტურას და აწყობილ, ძლივს აწყობილ, ლოჯისტიკურ ხაზებს და კიდევ ბევრ რამეს. ამ ვითარებაში ქვეყანას ყუჟი-ყუჟი მარყუჟი კისერზე უკვე შემოხვეული აქვს“.  სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და მანიპულაციურად ვრცელდება.

2023 წლის 4 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავიდა ირაკლი ტაბლიაშვილის პოლიტიკური შინაარსის გადაცემა „კონტექსტი“, რომლის დასასრულსაც ჟურნალისტმა მონოლოგი, ე.წ. ედიტორიალი წაიკითხა სათაურით „რუსეთს ომის იმპორტი სურს!“. მონოლოგში ირაკლი ტაბლიაშვილი რუსეთის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოჩამჩირეში შესაძლო განთავსებასა და მის შედეგებზე საუბრობს. კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, ოჩამჩირეში განთავსებულ ფლოტს უკრაინაზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა ექნება, რაც უკრაინას მიანიჭებს ლეგიტიმურ უფლებას, დაბომბოს საქართველოს დე იურე ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზები. სწორედ მონოლოგის აღნიშნული მონაკვეთია რედაქტირებულად მოჭრილი და მანიპულირებულად გავრცელებული სოციალურ ქსელში. რეალურად კი ჟურნალისტი ამბობს:

„…ომის იმპორტი შეიძლება მოახდინოს არა არარსებულმა გლობალურმა ომის პარტიამ, არ არსებობს ამგვარი პარტია, ან ოპოზიციამ ან ხელისუფლების ყველაზე მძაფრმა და რადიკალურმა კრიტიკოსებმა, არამედ, გაგიკვირდებათ კი არა, არ გაგიკვირდებათ, რუსეთმა, რომელიც უკან და უკან იხევს უკრაინაში და სევასტოპოლიდან გაჰყავს საკუთარი ჯარი და ძირითადად ნოვოროსიისკში გადააქვს. ასე მაგალითად, კი არა, კონკრეტულად შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ამ ფლოტის ნაწილი გადმოაქვს ოჩამჩირეშიც, ნაწილი, პატარა ნაწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ისეთი და იმგვარად მობილური ნაწილი, რომ ოჩამჩირეში დისლოცირებულ ფლოტს ექნება, გაგიკვირდებათ, და არ გაგიკვირდებათ, უკრაინაზე შეტევების მიტანის შესაძლებლობა, დამხმარე შესაძლებლობა მაინც. შედეგად, უკრაინას და ახლა ხაზგასმით ვამბობ ამას, წინა გადაცემაშიც ვთქვი, ექნება ლეგიტიმური, ვიმეორებ – ლეგიტიმური  უფლება, დაბომბოს, პირდაპირი მნიშვნელობით, დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული ბაზები. ანუ, ის ტერიტორია, რომელზეც ეფექტურ კონტროლს, და ეს ძალიან ხაზგასასმელი სიტყვაა, ახორციელებს რუსეთი. ანუ, აკონტროლებს ოჩამჩირეს რუსეთი და უკრაინას აქვს უფლება, რომ დაბომბოს რუსული ბაზა ოჩამჩირეში და ეს გამოწვევაა, გაგიკვირდებათ, და კვლავ არ გაგიკვირდებათ, საქართველოსთვისაც კი არა, საქართველოსთვის, რადგან, უნდა გვახსოვდეს მნიშვნელოვანი ამბავი – როცა უკრაინა გაიმარჯვებს (ხმელეთზე გამარჯვებას ვგულისხმობ და ეს აუცილებლად ასე იქნება), მშვიდობა უკრაინაში არ იქნება. არ იქნება მანამ, ვიდრე მისი ტერიტორიების დაბომბვას გააგრძელებენ, ვთქვათ, ბელარუსიდან ან სხვა სივრცეებიდან, მათ შორის დე იურე საქართველოდან, ანუ აფხაზეთიდან, ანუ ოჩამჩირიდან. და ეს შესაძლო ამბები მთლიანად მოარღვევს შავი ზღვის ჩვენს ინფრასტრუქტურას და აწყობილ, ძლივს აწყობილ, ლოჯისტიკურ ხაზებს და კიდევ ბევრ რამეს“…

ამრიგად, ჟურნალისტის მონოლოგი რედაქტირებული სახით ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეოები სოციალურ ქსელში მანიპულაციურად წარსულშიც გავრცელებულა (1, 2).

ყველა პოსტის ნახვა

ირაკლი ცეცხლაძე: მიმდინარე წელს საბავშვო ბაღი გავხსენით სოფელ გვარაში, წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ კვირიკეს საბავშვო ბაღის გახსნა
ირაკლი ცეცხლაძე: მიმდინარე წელს საბავშვო ბაღი გავხსენით სოფელ გვარაში, წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ კვირიკეს საბავშვო ბაღის გახსნა
დეკ 02, 2025
„იმედი“ და „პოსტვ“ მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით მანიპულაციურ ქარდს ავრცელებენ
„იმედი“ და „პოსტვ“ მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით მანიპულაციურ ქარდს ავრცელებენ
ნოე 07, 2024
კახა კალაძე: სამგორი-ვაზისუბნის და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტის განხორციელება იგეგმება
კახა კალაძე: სამგორი-ვაზისუბნის და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტის განხორციელება იგეგმება
ოქტ 03, 2025
სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 28, 2025
სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
მაი 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.