Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

ნოემბერს 13, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი 2 ნაბიჯი• 2 Nabiji თაღლითურ პოსტს ავრცელებს. პოსტის აღწერის თანახმად, სუპერმარკეტის დაბადების დღის აღსანიშნავად, მომხმარებლებს ექსკლუზიურ საჩუქრებს გადასცემენ: „გამარჯობა ყველას! @2 ნაბიჯი•2 Nabiji-ის 2025 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, ყველა, ვინც 15 ნოემბრამდე ჩვენს გვერდზე დაწერს “გილოცავ დაბადების დღეს”, მიიღებს ექსკლუზიურ სასაჩუქრე ჩანთას, ნაღდ ფულს და ვაუჩერებს. წარმატებებს გისურვებთ!“, – ვკითხულობთ პოსტში. რეალურად, პოსტი სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯს“ არ ეკუთვნის და სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია (არქივირებული ბმული).

პოსტის ქვემოთ, მომხმარებლების მიერ დაწერილ ყველა კომენტარს გვერდი შემდეგი ტექსტით პასუხობს: „გამარჯობა. შეამოწმეთ თქვენი შეტყობინებები ახლავე. საჩუქარი გელოდებათ“.

საინტერესოა გამოქვეყნებული პოსტის რამდენიმე საეჭვო დეტალი. პირველ რიგში, გვერდი, რომელიც ამ პოსტს აქვეყნებს 2025 წლის 18 ოქტომბერს შეიქმნა სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის ასამუშავებლად.  2025 წლის 13 ნოემბრის მონაცემით, გვერდს 7 ათასი გამომწერი ჰყავს.  სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული. ამასთან, გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ის „ფანების გვერდია“.

სუპერმარკეტების ქსელი 2 ნაბიჯის რეალური Facebook-გვერდის სახელი განსხვავებული შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, რეალურ გვერდს დეტალურად აქვს მითითებული საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაცია. ამასთან, გვერდი 2024 წლის 14 ნოემბერსაა შექმნილი.  ნამდვილ გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა შინაარსის პოსტი, სიახლეების, აქციებისა თუ სუპერმარკეტთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. „ორი ნაბიჯის“ ნამდვილ Facebook-გვერდს 2025 წლის 13 ნოემბრის მონაცემით, 168 ათასი გამომწერი ჰყავს.

საგულისხმოა, რომ ყალბ გვერდს ზემოაღნიშნული თაღლითური პოსტის გარდა, სხვა პუბლიკაციებიც აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, 2 ნაბიჯის რეალური გვერდის მსგავსი საინფორმაციო ბარათები ფასდაკლებების შესახებ, რითაც გვერდი მომხმარებლებში სანდოობის გაზრდას ცდილობდა.

სუპერმარკეტების ქსელი „2 ნაბიჯის“ ნამდვილ გვერდზე მათი სახელით წარსულში გავრცელებულ თაღლითურ პოსტს გამოეხმაურნენ, პოსტში წერენ, რომ სწორედ მათი ეს გვერდია მარკეტის ერთადერთი რეალური გვერდი.

ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „2 ნაბიჯის“ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ წარსულში მსგავსი შინაარსის პოსტი სხვა სუპერმარკეტების შესახებაც გავრცელდა (იხ. სტატიები: 1; 2; 3).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში აუტიზმის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში აუტიზმის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი ვრცელდება
სექ 12, 2025
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ივლ 04, 2025
დეზინფორმაცია: ცივი ზამთარი იმის დადასტურებაა, რომ რეალურად გლობალური დათბობა არ არსებობს
დეზინფორმაცია: ცივი ზამთარი იმის დადასტურებაა, რომ რეალურად გლობალური დათბობა არ არსებობს
თებ 27, 2025
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება
იან 09, 2025
თაზო დათუნაშვილი: 13 წელია, ხელისუფლებაში არიან, ამ პერიოდის მანძილზე მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან
თაზო დათუნაშვილი: 13 წელია, ხელისუფლებაში არიან, ამ პერიოდის მანძილზე მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან
ივნ 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.