Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა

დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა

ოქტომბერს 30, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და უკრაინის უმაღლესი რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ რუსული არმიის მიერ კიევის ალყაში მოქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც რუსულ (Аргументы и факты; TASS; РИА Новости) და არც დასავლურ მედიაში (BBC; CNN; AP) არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთში ორი ქალაქი, პოკროვსკი და კუპიანსკი, ალყაში მოაქციეს, თუმცა უკრაინული მხარე ინფორმაციას უარყოფს.

გარდა ამისა, არც უკრაინულ (1; 2) და არც დასავლურ მედიაში არ იძებნება ინფორმაცია რადას დეპუტატების მიერ კიევის დატოვების შესახებ. საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას, თითქოს დეპუტატები კიევს ტოვებენ, რუსული კრემლისტური გამოცემები ხშირად ავრცელებენ, (1; 2) თუმცა კონკრეტულად მტკიცება, რომ ამჟამად, 2025 წლის ოქტომბერში, 25-მა დეპუტატმა დატოვა კიევი, არც რუსულ მედიაში იძებნება.

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

„პოსტივი“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის საპასუხოდ ეუთო/ოდირის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს
„პოსტივი“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის საპასუხოდ ეუთო/ოდირის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს
დეკ 01, 2025
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
დეკ 13, 2024
სოციალურ ქსელში გურამ არუთინაშვილის შესახებ რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება
სოციალურ ქსელში გურამ არუთინაშვილის შესახებ რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება
სექ 15, 2025
თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 10, 2026
მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად არის მოხსენიებული
მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად არის მოხსენიებული
იან 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.