Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: გავრცელებული ლექსი  ბესიკ ხარანაულმა ვანო ნადირაძეს მიუძღვნა

დეზინფორმაცია: გავრცელებული ლექსი ბესიკ ხარანაულმა ვანო ნადირაძეს მიუძღვნა

ივნისს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში  ანტიოპოზიციური  ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდი „არა ნაცებს – არა დიქტატურას“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია,  პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ ბესიკ ხარანაულმა უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლ ვანო ნადირაძეს ლექსი მიუძღვნა. რეალურად, გავრცელებული ლექსი პოეტ ბესიკ ხარანაულს არ ეკუთვნის.

 22 ივნისს უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე  გარდაიცვალა.

პოეტ ბესიკ ხარანაულის ლექსები Facebook-გვერდზე „ბესიკ ხარანაული / Besik Kharanauli“ ქვეყნდება. 22 ივნისის შემდეგ  გვერდზე სამი ლექსია გამოქვეყნებული (1, 2, 3), მათგან ვანო ნადირაძის გარდაცვალებას არც ერთი ეხება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ლექსი სხვა ღია წყაროებში არ იძებნება და მისი პირველწყარო სწორედ ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდია.

ამავდროულად, ბესიკ ხარანაულის Facebook-გვერდი პოსტს კომენტარებშიც  გამოეხმაურა: „რა უფლებით აქვეყნებთ ამ სიყალბეს და უმსგავსობას ბესიკის სახელით თუ ცილისწამება არ ისჯება? სირცხვილია!“.

 ამდენად, გავრცელებული ლექსი პოეტ ბესიკ ხარანაულს არ ეკუთვნის.

ყველა პოსტის ნახვა

ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ნოე 05, 2025
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ოქტ 24, 2025
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ინტერვიუდან ამონარიდი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ინტერვიუდან ამონარიდი მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 19, 2025
დეზინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს
დეზინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს
ივლ 14, 2025
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვაზე გადასახადის დაწესებას არ პროგნოზირებს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვაზე გადასახადის დაწესებას არ პროგნოზირებს
მაი 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.