Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 15, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნინო ხუნდაძე ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულას“ 11 სექტემბრის ეთერის რედაქტირებულ ვიდეოს, რომელშიც გადაცემა „ახალი ფორმულას“ წამყვანი ვახო სანაია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, კარიერაზე საუბრობს: „38 წლის ლევან ხაბეიშვილის კარიერა 2008 წელს თბილისის მერიაში იწყება. ის ჯერ იყო ისანი-სამგორის რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების, შემდეგ კი სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ, ხაბეიშვილი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსურ განყოფილებაში“, – ამბობს ვახო სანაია, რომლის საუბრის ფონზე ჩნდება ლევან ხაბეიშვილის კადრები. რეალურად, რედაქტირებულ ვიდეოში ნაჩვენები  კადრები, რომლებშიც ლევან ხაბეიშვილი ჩანს, „ფორმულას“ ეთერში არ გასულა.

რედაქტირებული ვიდეო იყენებს „ფორმულას“ 11 სექტემბრის 20:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების კადრებს, როცა წამყვანები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, დაკავების შესახებ საუბრობენ. გადაცემის სრული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვახო სანაიას საუბრის ფონზე, ლევან ხაბეიშვილის სხვა კადრები გადის.

რეალური კადრი

 

რედაქტირებული კადრი

რედაქტირებულ ვიდეოში, ლევან ხაბეიშვილის დისკრედიტაციის მიზნით, პოლიტიკოსის სურათები ჩანაცვლებულია მასზე ძალადობის კადრებით. პირველი ჩასმული ვიდეო გადაღებულია 2020 წლის იანვარში თბილისის საკრებულოში და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას ასახავს. რედაქტირებული ვიდეოს მეორე ნაწილში ჩასმულია პოლიტიკოსის ვიდეო 2024 წლის 1 მაისიდან. მასში ჩანს ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების დროს, მას ათეულობით სპეცრაზმის თანამშრომელმა სასტიკად სცემა.

ამდენად, მომხმარებელ ნინო ხუნდაძის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული ვიდეო რედაქტირებულია.

ცნობისთვის, 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა მოხელეებისთვის, ქრთამის სახით, ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე. გამოძიება მას სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა დანაშაულს ედავება – საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებასა და მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აგვ 30, 2024
ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.
ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.
ნოე 24, 2025
სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას პერსონაჟის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას პერსონაჟის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 23, 2026
დეზინფორმაცია: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს
დეზინფორმაცია: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს
ივლ 15, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უსახლკარო ადამიანებით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უსახლკარო ადამიანებით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს არ ასახავს
ივნ 12, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.