Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში აქტივისტ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ციტატის ყალბი ვერსია ვრცელდება

სოციალურ ქსელში აქტივისტ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ციტატის ყალბი ვერსია ვრცელდება

ნოემბერს 25, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · სამართალი, პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს მტკიცებით, აქტივისტმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ციხის დატოვებისას საქართველოს ხელისუფლების დამხობის მოწოდება გააკეთა.

შესაბამისი ვიდეო მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჯავახიშვილს მსგავსი მოწოდება არ გაუკეთებია და "დამხობა" საერთოდ არ უხსენებია.

ქართულმა ფეისბუქ გვერდმა "პოლიტიკანი" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოსაუბრე ამტკიცებს, რომ აქტივისტმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების დამხობის მოწოდება გააკეთა და ასევე თქვა, რომ თავადაც მიიღებდა მონაწილეობას ამ პროცესში (დაარქივებული ბმული).

ვიდეოში ასახული პიროვნება ამბობს: "გამოდის ტიპი და რას იძახის არ იცით? რას აპირებო, ეკითხებიან ტვ პირველის ჟურნალისტები და რას უნდა ვაპირებდეო, ბრძოლას გავაგრძელებ და დავამხობო ამ მთავრობასო." ამის შემდგომ მოსაუბრე ჯავახიშვილს და მის თანამოაზრეებს ლანძღავს დამხობის მოწოდების გაკეთებისთვის.

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო 2026 წლის 23 ნოემბერს დატოვა და ციხის გარეთ შეკრებილ ჟურნალისტებს, მათ შორის ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მოკლე, 2-წუთიანი კომენტარი მისცა.

კომენტირებისას ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ რა ჰქონდა მას სათქმელი, ჯავახიშვილმა თქვა: "ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე..." ამის შემდეგ მან ისაუბრა ციხის დატოვებასთან დაკავშირებულ ემოციებზე, თუ რა ჰქონდა სათქმელი თანამებრძოლებისთვის, შეწყალებაზე, ახალგაზრდების ციხის გარეთ ყოფნის საჭიროებაზე და რომ აპირებდა ოჯახის წევრებისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, ციხიდან ნაადრევად გამოსვლიდან გამომდინარე (არქივი). ჯავახიშვილს არ უხსენებია სიტყვა "დამხობა" და არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობდა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებაში ან როგორ წარმოედგინა საკუთარი როლი ამ პროცესში. მან თქვა, რომ უფრო ვრცლად ყველაფერზე მოგვიანებით ილაპარაკებდა, რადგან სათქმელი საკმაოდ ბევრი ჰქონდა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
ოპოზიციის ლიდერების სუფრაზე გადაღებული ვიდეო AI გენერირებულია
ოპოზიციის ლიდერების სუფრაზე გადაღებული ვიდეო AI გენერირებულია
ნოე 11, 2026
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 24, 2025
სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება
სექ 12, 2025
დეზინფორმაცია: უკრაინაში მოკლეს ქალი, რომელმაც ოდესაში რუსეთის დროშა აღმართა
დეზინფორმაცია: უკრაინაში მოკლეს ქალი, რომელმაც ოდესაში რუსეთის დროშა აღმართა
ოქტ 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.