Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი შეჯამებით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი შეჯამებით ვრცელდება

ნოემბერს 19, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ამონარიდი ბილ გეითსის ინტერვიუდან, სადაც ის კიბერშეტევებსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს.

გამავრცელებელი ვიდეოს აღწერის დასაწყისში თითქოს ციტირებს გეითსს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად დიდი კიბერშეტევაა საჭირო.

ინტერვიუს სრული ვერსიიდან აშკარაა, რომ გეითსს მსოფლიო წესრიგის ცვლილება საერთოდ არ უხსენებია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო-პოსტი, რომელიც წარმოადგენს ამონარიდს ბილ გეითსის ინტერვიუდან, სადაც ის კიბერშეტევებსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს (დაარქივებული ბმული). ამონარიდზე თანდართული აღწერა ბრჭყალებშია ჩასმული, სავარაუდოდ ბილ გეითსს მიკუთვნებული ციტატით, რომლის მიხედვითაც ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად დიდი კიბერშეტევაა საჭირო. ამას მოჰყვება ამონარიდში ასახული საუბრის ქართული თარგმანი.

ამონარიდი აღებულია დაახლოებით 37 წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც ამერიკელმა მილიარდერმა და ფილანტროპმა, ბილ გეითსმა, ამერიკის ერთ-ერთი დიდი სატელევიზიო არხის, CBS-ის საღამოს გამოშვების გადაცემას Great Question-ს ("კარგი კითხვა") მისცა. ინტერვიუს დიდი ნაწილი ეთმობა ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს და განიხილება როგორც მისი დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ინტერვიუ რიგ სხვა საკითხებსაც შეეხება.

წამყვანის ერთ-ერთ შეკითხვაზე, რომელიც შეეხება პრეცედენტების არსებობას მსგავსი პრობლემის მსოფლიო ან თუნდაც ეროვნულ დონეზე გადაწყვეტისა, ბილ გეითსი პასუხობს სწორედ ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მონაკვეთით (მე-15 წუთიდან). უნდა აღინიშნოს, რომ მისი პასუხი ოდნავ უფრო ვრცელია, ვიდრე ჩვენ მიერ განხილული ამონარიდი. გეითსი საუბრობს სხვა სახის დიდი პრობლემების წარმატებით გადაწყვეტის მაგალითებზე, როგორებიც იყო ოზონის შრე, ბირთვული იარაღი და ა.შ. ამის შემდგომ კი ამბობს, რომ სამწუხაროდ, დიდი კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად საჭირო მექანიზმების შესამუშავებლად, შეიძლება საჭირო გახდეს, რომ რამდენიმე მსგავსი შეტევა მოხდეს, რის შემდეგაც მოსახლეობა და მმართველი ელიტა მზად იქნება სერიოზულად მოეკიდოს საფრთხეს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

ბილ გეითსი თავისი პასუხისას არსად მიუთითებს ან მიანიშნებს, რომ მსგავსი შეტევები ხელოვნურად უნდა მოეწყოს, რომ შემდგომ ხალხი საპასუხო ზომებზე სერიოზულად დააფიქროს. საუბრიდან საკმაოდ აშკარაა, რომ მისი აზრით სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე დიდი კიბერშეტევა ბუნებრივად განხორციელდება, მოსახლეობა და მმართველი ძალები მზად იქნებიან პრობლემას სერიოზულად მიუდგნენ და მოაგვარონ. პასუხის ერთ-ერთ მონაკვეთში გეითსი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ პრევენციული ზომები ამ ეტაპზე მიღებული არ უნდა იყოს - პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მსგავსი შეტევების თავიდან ასაცილებლად, თუმცა სავარაუდოდ გარდაუვალია, რომ პრევენციული ზომების მიუხედავად, რამდენიმე სერიოზული შეტევა მაინც წარმატებით განხორციელდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ არც ამ შეკითხვაზე პასუხისას და არც ზოგადად მთლიან ინტერვიუში, ბილ გეითსი, საერთოდ არსად ახსენებს "ახალ მსოფლიო წესრიგს". ინტერვიუში არ იძებნება სავარაუდოდ გეითსს მიკუთვნებული ციტატა, რომლითაც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ამონარიდის აღწერა იწყება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 19, 2024
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
მარ 11, 2026
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
აპრ 29, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
ივლ 16, 2025
გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება
გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება
აგვ 07, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.