Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება

გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება

აგვისტოს 7, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ექიმი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე ჩანს. ვიდეოს დადებული აქვს ხმა, რომლითაც თითქოს ახობაძე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორობას აღიარებს. ვიდეოს თან ერთვის წარწერა: "შიგევროპელი ბარიგა".

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექიმ გიორგი ახობაძის დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებული და მანიპულირებული მასალები ნარკოდამოკიდებულების თუ გასაღების კონტექსტში ვრცელდება. "ჯეოფაქტსმა" გასულ წელსაც გამოაქვეყნა სტატია ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტომასალაზე, რომელიც ახობაძის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

ამჯერად გავრცელებულ პოსტში, სავარაუდოდ, აღებული ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც 2026 წლის 25 ივლისს გამოქვეყნდა. ტვ პირველთან ინტერვიუში ახობაძე მის წინააღმდეგ მოსამართლე მანუჩარ ცაცუას მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც აქტივისტს 25 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ორიგინალ ინტერვიუში ის იმ პოლიციელებზე საუბრობს, რომელიც ახობაძის შეფასებით, საქართველოს წინაშე დადებული ფიცის ნაცვლად, დანაშაულს ჩადიან ადამიანების წამების თუ მათთვის ნარკოტიკების ჩადების გზით.

პოლიციამ გიორგი ახობაძე 2024 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა და სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს კონტექსტიც, რომელიც ირიბად მის ბრალეულობაზე მიანიშნებს.

ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას 2024 წლის 7 დეკემბერს აიყვანა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის „ა“ პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, 2025 წელს სასამართლომ ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და ის სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

მოსამართლეების განცხადებით, ახობაძისა საქმეში „ნეიტრალური“ და „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის“ მტკიცებულები არ არსებობდა. ახობაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „2025 წლის 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. საქმის მასალების მიხედვით გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.“

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი მცდარად მიანიშნებს ახობაძეზე, თითქოს ის ნარკოტიკების რეალიზატორია. სასამართლომ აღნიშნული ბრალდება არ დაადასტურა.


ყველა პოსტის ნახვა

გადათხრილი ბულვარი - ქუთაისის მოსახლეობას, 7 მლნ ლარი - კომპანიას ავანსად
გადათხრილი ბულვარი - ქუთაისის მოსახლეობას, 7 მლნ ლარი - კომპანიას ავანსად
იან 21, 2025
სოციალურ ქსელში ინდოელი ბლოგერის ვიდეო მცდარი თარგმანით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ინდოელი ბლოგერის ვიდეო მცდარი თარგმანით ვრცელდება
დეკ 26, 2025
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ამსახველი ყალბი ნახატი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ამსახველი ყალბი ნახატი ვრცელდება
აგვ 26, 2025
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?
ივლ 07, 2025
დეზინფორმაცია: უკრაინაში მოკლეს ქალი, რომელმაც ოდესაში რუსეთის დროშა აღმართა
დეზინფორმაცია: უკრაინაში მოკლეს ქალი, რომელმაც ოდესაში რუსეთის დროშა აღმართა
ოქტ 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.