Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

ნოემბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდეს იმ მოტივით, რომ ის ტრანსგენდერია.

არ დასტურდება, რომ საფრანგეთში მიმდინარე პროტესტების დროს მსგავსი მოწოდება გაჟღერდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში მომხმარებელმა გაავრცელა მტკიცება, რომ საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდეს, რადგან მათ ტრანსგენდერი პრეზიდენტის ყოლა არ სურთ (დაარქივებული ბმული). გამავრცელებელს მტკიცებაში ან კომენტარებში მითითებული არ აქვს წყარო, თუ სად ნახა ეს ინფორმაცია.

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში დაიწყო და პოლიციასთან დაპირისპირებასა და შეტაკებებშიც გადაიზარდა. აქციების მონაწილეები განათლების სფეროში დაფინანსების სიმცირეს აპროტესტებენ. CNN-ის ინფორმაციით, 2026 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით ჯამში პროტესტის დაწყებიდან 6,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და დაზიანდა 100-ზე მეტი სკოლა. პროტესტის პარალელურად ძალადობრივმა შეტაკებებმა და კერძო საკუთრების დაზიანებამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ საფრანგეთში ნაწილობრივი კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

შესაბამისად, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საპროტესტო აქციებს რაიმე საერთო აქვს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გენდერულ იდენტობასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ემანუელ მაკრონი ტრანსგენდერია.

გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც ემანუელ მაკრონს და მის მეუღლეს უკავშირდება, ისაა, რომ სწორედ ბრიჯიტ მაკრონია ტრანსგენდერი. ამ საკითხზე არაერთი მტკიცება აქვს გავრცელებული ამერიკელ ჟურნალისტ კენდის ოუენსს, რომელმაც აღნიშნული დეზინფორმაცია 2024 წელსაც გაავრცელა, ხოლო 2025 წლის იანვარში აანონსებდა, რომ დამატებით მტკიცებულებებსაც წარმოადგენდა.

აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. მტკიცების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები ავრცელებდნენ.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის ივლისში მაკრონებმა ამერიკელ ჟურნალისტს, ქენდის ოუენსს ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო აშშ-ში უჩივლეს. საქმე ცილისწამების მუხლით განიხილება. მაკრონების ოჯახთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და კონსპირაციების შესახებ "ჯეოფაქტსს" სტატიები წარსულშიც არა ერთხელ აქვს გამოქვეყნებული.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: პარიზის ოლიმპიადაზე  ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ
დეზინფორმაცია: პარიზის ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ
აგვ 08, 2024
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 20, 2026
სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 27, 2025
დეზინფორმაცია: მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან
დეზინფორმაცია: მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან
ოქტ 26, 2024
2024 წლის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვა
2024 წლის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვა
ივნ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.