Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო პარიზში პროტესტის მონაწილეებს არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო პარიზში პროტესტის მონაწილეებს არ ასახავს

ოქტომბერს 30, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც, გამომცემლების თანახმად, საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები არიან.
  • ღია წყაროებით ირკვევა, რომ ფოტო შვედეთშია გადაღებული და ერთ-ერთ უბანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარ მასობრივ დაპირისპირებას ასახავს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო (ბმული 1, 2, 3 არქივირებული ბმული 1, 2), რომელზეც აღწერის თანახმად, საფრანგეთში აქციების მონაწილეები არიან გამოსახულნი. ფოტოზე გამოსახული ადამიანები ფერადკანიანები არიან, რითიც მომხმარებლები ირიბად მიანიშნებენ, რომ საფრანგეთის პროტესტის მონაწილეები არა ფრანგები, არამედ ემიგრანტები არიან. აღსანიშნავია, რომ ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ფოტო მარსელს ასახავს, ხოლო მეორე მომხმარებელი ადგილმდებარეობად პარიზზე მიანიშნებს.

Google Lens-ის ფოტოს ძიების ინსტრუმენტის გამოყენებით ირკვევა, რომ იდენტური ფოტო-მასალა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე და პლატფორმაზე გავრცელდა (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6). პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ფოტოს თან მომხმარებლების მიერ დართული მინიშნება ახლავს, რომ სინამდვილეში ფოტო შვედეთშია გადაღებული და არა საფრანგეთში. X-ის პოსტზე მომხმარებლის შენიშვნა შვედური გამოცემის ბმულსაც მოიცავს.

"ჯეოფაქტსმა" აღნიშნული ბმული შეისწავლა და დამატებით, შვედური სხვა გამოცემების ინფორმაციაც მიმოიხილა. შვედური გამოცემა Samnytt.se-ს მასალაზე თანდართული აქვს ფოტო, რომელზე გამოსახული ადამიანების ვიზუალი ემთხვევა სოციალურ ქსელში ქართულენოვან პოსტებში მოცემულ ფოტოს.

პირველ ფოტოზე Samnytt.ee-ს ფოტო-მასალა, მეორე ფოტოზე - ქართულენოვანი პოსტის მასალა

როგორც სხვა შვედური გამოცემებიც წერენ, ფოტო-მასალა 2021 წლის 28 მაისს შვედეთში, გეტებორგის (Göteborg) ჰიელბოს (Hjällbo) უბანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარ მასობრივ დაპირისპირებას ასახავს. "ჯეოფაქტსმა" დამატებით მოიძია შემთხვევის ამსახველი ვიდეო-კადრებიც, რომლებიც შვედური მედიის TV4-ის გვერდზეა ხელმისაწვდომია (0:06 წამიდან) (არქივი). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სახეები TV4-ს დაფარული აქვს, ჩანს იდენტური ტანსაცმლის გამოსახულება და ადამიანების დგომის პოზა კამერასთან მიმართებით. ეს დეტალები ადასტურებს, რომ ვიდეოში იგივე ადამიანები ჩანან. 

გავრცელებულ ამბავს სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ (Myth Detector, Pravereno).

ყველა პოსტის ნახვა

ზურა ჯაფარიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ზურა ჯაფარიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 11, 2026
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
ოქტ 17, 2025
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილმა  მისთვის განკუთვნილ ხელფასზე უარი განაცხადა
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის განკუთვნილ ხელფასზე უარი განაცხადა
მარ 07, 2025
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 13, 2026
არ დასტურდება მტკიცება, რომ საფრანგეთის პოლიცია ძალადობის დონით ბელარუსსა და რუსეთსაც კი უსწრებს
არ დასტურდება მტკიცება, რომ საფრანგეთის პოლიცია ძალადობის დონით ბელარუსსა და რუსეთსაც კი უსწრებს
ივნ 12, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.