Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

აგვისტოს 13, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში ვრცელდება ვიდეო მტკიცებით, რომ გია ბუღაძეს საქართველოს ომის მდგომარეობაში ყოფნა სურს.
გია ბუღაძის კომენტარის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის ომზე საერთოდ არ საუბრობდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც მხატვარი გია ბუღაძე საუბრობს აშშ-ის, ისრაელისა და უკრაინის თანამშრომლობის შესაძლო ფორმატის არსებობის შესახებ (დაარქივებული ბმული). ბუღაძე ამბობს, რომ საქართველოსაც დიდი სიამოვნებით იხილავდა მსგავს ფორმატში. ვიდეოს თან ახლავს აღწერა: "სამივე ქვეყანა ომშია და ეს ნატრულობს საქართველოც იქ მინდაო", რითიც ავტორი ირიბად მიუთითებს, რომ ბუღაძე აღნიშნული ციტატით საქართველოს ომში ჩართვას უჭერს მხარს.

გია ბუღაძემ გავრცელებულ ვიდეოს ფრაგმენტში ასახული კომენტარი ტელეკომპანია პირველის გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას გააკეთა, 2026 წლის 28 ივლისს. თემა, რომელზეც ბუღაძე ჩვენი სტატიისთვის რელევანტური კომენტარის გაკეთებამდე საუბრობდა, კომედიანტების მიმართ ძალადობის შემთხვევები იყო საქართველოში.

გია ბუღაძემ სწორედ ამ საკითხთან შესაპირისპირებლად დაიწყო საუბარი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე და თქვა, რომ სანამ საქართველოში მსგავსი სიტუაციაა, მან შეიტყო გამოჟონილი, ჯერ ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაციის შესახებ, რომ შესაძლოა მზადდებოდეს აშშ-ის, ისრაელისა და უკრაინის თანამშრომლობის ფორმატი. მისი საუბრიდან აშკარაა, რომ ბუღაძე ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივას იწონებს და ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაში ისურვებდა საქართველოც ენახა მსგავსი ფორმატის წევრად. მსგავსი შესაძლო ალიანსების ფორმირების კონტექსტში კი, ბუღაძე წუხს, რომ ამ დროს საქართველო მსოფლიო პოლიტიკიდან და თანამშრომლობის ფორმატებიდან იზოლირებულია.

ბუღაძე ამ კომენტარის გაკეთებისას არსად ახსენებს ომს ან ომში მონაწილეობას. ის არ ამბობს, რომ შემოთავაზებული ფორმატი სამხედრო თანამშრომლობას შეეხება. შესაბამისად, მცდარია მინიშნება, თითქოს ბუღაძე ომის კონტექსტში საუბრობდა.

ყველა პოსტის ნახვა

მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
ოქტ 11, 2024
სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 10, 2025
დეზინფორმაცია: 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა
ოქტ 22, 2025
სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
აპრ 07, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში რუსულ პურზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ
დეზინფორმაცია: რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში რუსულ პურზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ
თებ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.