Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილმა  მისთვის განკუთვნილ ხელფასზე უარი განაცხადა

დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის განკუთვნილ ხელფასზე უარი განაცხადა

მარტს 7, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) პოსტს აქვეყნებენ (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც „მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტისთვის განკუთვნილ 10 ათას ლარიან ხელფასზე უარი განაცხადა. მისი თქმით, სამშობლოს მსახურება ფული არ ღირს“. რეალურად, ტყუილია მტკიცება, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელფასის მიღებაზე უარი განაცხადა. „ჯეოფაქტსს“ მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა განუმარტა, რომ  აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  

 

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია სანდო წყაროებში არ იძებნება. ის არაა ხელმისაწვდომი არც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

დამატებით, ინფორმაციის გადამოწმებისთვის, „ჯეოფაქტსი“ მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციის პირველწყაროა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი Facebook-გვერდია „ჩვენ არ გავრჩერდებით“. გვერდი ახლახან, კერძოდ, 28 თებერვალს შეიქმნა.

ამდენად, ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 10 ათას ლარიან ხელფასზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „სამშობლოს მსახურება ფული არ ღირს“, ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა
დეზინფორმაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა
ნოე 05, 2024
სოციალურ ქსელში მსახიობ ბაჩი ვალიშვილის ინტერვიუს ფრანგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ ბაჩი ვალიშვილის ინტერვიუს ფრანგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აგვ 03, 2026
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივნ 17, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავენ უკრაინელები ხატებთან
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავენ უკრაინელები ხატებთან
იან 10, 2025
თათია ნიკოლაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]
თათია ნიკოლაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]
ივნ 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.