Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ზურა ჯაფარიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ზურა ჯაფარიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სექტემბერს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში მომხამრებლები ავრცელებენ ვიდეოს (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული), რომელშიც ზურაბ ჯაფარიძის ბოლო დროს გაკეთბული კომენტარი და მისი ფრაზა ვიდეოარქივიდან ერთმანეთთან არის შეპირისპირებული. ვიდეოზე დატანილია წარწერები: „როგორი ციხე არ მოსწონს“ და „როგორი ციხე მოსწონდა“.

ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძის მიერ ორ განსხვავებულ ეთერში ნათქვამი ფრაზებია ერთმანეთთან შეპირისპირებული. პირველ ვიდეოში (მარცხენა მხარეს, როგორი ციხე არ მოსწონს) მოტანილია ნაწყვეტი ზურაბ ჯაფარიძის სტუმრობიდან ნიკა კაციას პოდკასტში. გადაცემა ნიკა კაციას youtube არხზე 27 აგვისტოს აიტვირთა. ვიდეოში მოყვანილი ნაწყვეტი სრულ ინტერვიუში მე-12 წუთიდან იწყება და მასში ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: “რავი ჩემნაირი ადამიანისთვის, შენნაირი ადამიანისთვის, ჩვეულებრივ მგონია, წამებასთან გათანაბრებული რამე, როცა არა გაქვს წვდომა ინტერნეტთან, თუნდაც მარტო Google და wikipedia იყოს, თავი რომ დაანებო YouYube-ს და რაღაცებს. მაგის ახსნა არ არსებობს. 21-ე საუკუნეში მე შეიძლება შემიზღუდო კომუნიკაციის საშუალება გარეთ, მე ვერაფერი ვერ გავაგზავნო გარეთ იმიტო რომ, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში რისი ეშინიათ, რომ რევოლუციას მოვახდენ შიგნიდან, პირობითად ვიძახი, შენ შეიძლება შემიზღუდო, ვერაფერი ვერ ვქნა, მარა რატო არ უნდა მქონდეს იმის საშუალება, რო რაღაცა დავგუგლო, რაღაცა ვიკიპედიაში ვნახო, ან რაღაცას იუთუბზე ვუყურო, მართლა არ მესმის.”

შემდგომ ვიდეო გრძელდება ზურაბ ჯაფარიძის სხვა ვიდეოთი. აქ ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: “ის რომ ადამიანებს ციხეში ურტყამდნენ მე ვიცოდი და ჩემ გარშემო ყველამ იცოდა. ანუ ის რომ ე.წ. კარანტინის დაშლა თუ რაღაცა ხდებოდა, ანუ ვინც შედიოდა ციხეში იმატ რომ უტყამდნენ, ისევე როგორც ის რომ საკნებში ვიღაცა თუ დაილაპარაკებდა შემოდიოდნენ და ვიღაცებს ცემდნენ, მე პირადად ეს ვიცოდი, ნამდვილად ვიცოდი და ჩემ გარშემო პრაქტიკულად ყველამ იცოდა, იმიტომ რომ მე მყავს გარშემო არაერთი მათ შორის ახლობელი ადამიანი.“

მეორე ვიდეო ზურაბ ჯაფარიძის ძველი ინტერვიუდან მოჭრილი ნაწყვეტია. აქ პოლიტიკოსი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის სტატუსითაა სტუმრად. გადაცემა “პრეს-პრესი”, რომლის ეთერშიც ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება, ტელეკომპანია “მაესტროზე” გადიოდა და გადაცემაში წამყვანი დიანა ტრაპაიძის გარდა, მიწვეულები იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც სხვა მედიასაშუალებებიდან, რომელთაც ასევე ქონდათ კითხვების დასმის საშუალება.

მოცემულ საკითხზე, ციხეებში პატიმრების უფლებების დაცვის შესახებ, უფრო სრული ვიდეო ახლაც ხელმისაწვდომია „პალიტრას“ ვიდეოპორტალზე, თუმცა ზურაბ ჯაფარიძის სტუმრობის სრული ვიდეო აღარ იძებნება.

პატიმრების საკითხზე აზრთა სრული მიმოცვლა ცხადად აჩვენებს, რომ ვიდეოზე დატანილი წარწერა, როგორი ციხე მოსწონდა ზურაბ ჯაფარიძეს, შეცდომაში შემყვანია. ჟურნალისტის კითხვაზე ხედავდა თუ არა რაც ხდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და რა ისწავლა ამ გამოცდილებაზე, პასუხობს:

„მე ერთხელ სადღაც ვთქვი, რომ თვითონ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც გამოაშკარავდა, იმდენად საშინელი ხასიათის არის, რომ მე, პირადად, რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. რომ ვთქვა, რომ ბოდიშს ვიხდი და შეწუხებული ვარ, არ ვთვლი, რომ ეს სიტყვები იმ ადამიანებისთვის რაიმენაირად საკმარისი იყოს. მე, პირადად, არასოდეს ვყოფილვარ მაინცდამაინც ადამიანის უფლებებით დაინტერესებული და უფრო სხვა ტიპის საკითხები მაინტერესებდა და მე, პირადად, ამის გამო, განვიცდი ნამდვილად დისკომფორტს იმიტომ, რომ მეგონა, რომ წლების განმავლობაში ეს პრობლემები მოგვარებული იყო ამ ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო და ნამდვილად ვგრძნობ ამის გამო დისკომფორტს. მაგრამ ვიმეორებ, რომ ამაზე რომ ძაან ბევრი ვისაუბრო და შეწუხებული სახით დავჯდე, ვილაპარაკო, არ მგონია, რომ არსებობდეს სიტყვები, რომლებიც იმ ადამიანებს მდგომარეობას გაუუმჯობესებს ან რაღაც ბოდიშის მოხდა რაღაცას შველოდეს ამას. რაც შეეხება, იყო თუ არა ეს სისტემური პრობლემა, რა თქმა უნდა იყო სისტემური პრობლემა. გააჩნია რომელზე საუბრობთ.

თუ საუბარი არის ციხის კადრები რაც ვნახეთ, ანუ პენიტენციურ სისტემაში რაც ხდებოდა, ან თუნდაც ის უკანასკნელი კადრები, რომლებიც რაღაც ნაწილმა ნახეთ კიდეც, არ ვიცი. რაც რომელიღაც პოლიციის განყოფილების ვიღაც თანამშრომლები რასაც აკეთებდნენ. ცხადია ეს იყო სისტემური პრობლემა. მე ამაზე არაერთხელ მქონდა განცხადება გაკეთებული.

ავხსნი რას ვგულისხმობ სისტემურ პრობლემაში. სისტემური პრობლემა ნიშნავს იმას, რომ ესეთი რაღაცები ხდებოდა და ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეგეთი რაღაცები ხდებოდა. ციხის შემთხვევაში ის რომ ადამიანებს ციხეში ურტყამდნენ მე ვიცოდი და ჩემ გარშემო ყველამ იცოდა. ანუ ის რომ ე.წ. კარანტინის დაშლა თუ რაღაცა ხდებოდა, ანუ ვინც შედიოდა ციხეში იმათ რომ უტყამდნენ, ისევე როგორც ის, რომ საკნებში ვიღაცა თუ დაილაპარაკებდა, შემოდიოდნენ და ვიღაცებს ცემდნენ, მე პირადად ეს ვიცოდი, ნამდვილად ვიცოდი და ჩემ გარშემო პრაქტიკულად ყველამ იცოდა იმიტომ რომ მე მყავს გარშემო არაერთი, მათ შორის ახლობელი ადამიანი....

მე მგონი არა მხოლოდ მე არ მიმაჩნდა პრობლემად, ზოგადად საზოგადოებას არ მიაჩნდა პრობლემად. ყველამ ვიცოდით ამის შესახებ და არავის მაინცდამაინც გული ამის [შესახებ არ შესტკიოდა].

ვერ ნახავთ ვერცერთ სოციოლოგიურ კვლევას სადაც ადამიანები ამას აყენებდნენ ნომერ პირველ, ნომერ მეორე ან ნომერ მეთხუთმეტე პრობლემად. ეს იყო... ჩვენ გვქონდა გამოყოლილი, სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით ცივსისხლიანები, ჩვენ გვქონდა ეს გამოყოლილი საბჭოთა კავშირიდან, რომ ეს არის ნორმა, რომ ციხეში ესეთი რაღაცები ხდება. სანამ სახეში არ აგვაფარეს ეს კადრები, მანამდე არავის მსგავსი რეაქცია არ ჰქონია.

მე ვიძახი, ვაღიარებ რომ მე ეს ვიცოდი, მე მყავს ადამიანები, მათ შორის ძალიან ახლობელი ადამიანები, რომლებმაც ეს გაიარეს, რომლებიც დაიჭირეს.

[თვლიდით როგორც ნორმას?] არა მხოლოდ მე, არა როგორც ნორმას, არამედ ვთვლიდი რომ ეს არის რაღაც მიღებული პრაქტიკა.

[წამებამ აღგაშფოთათ?]არა მხოლოდ წამება, თვითონ ეს კადრებიც, ცემის კადრებიც, მე რომ კარანტინის დაშლის კადრები მანამდე მენახა, მანამდეც აღმაშფოთებდა. მე პარტიაში რამდენიმე დღის მისული ვიყავი [როცა ეს გავრცელდა] და მაშინაც დავფიქრდი.

დავასრულებ უბრალოდ რისი თქმაც მინდოდა. ერთი მგონია რომ ეს ზოგადად ჩვენი საზოგადოების პრობლემა იყო მთლიანობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლიდით, რომ საბჭოთა და შემდეგ შევარდნაძის ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც გამოყოლილი იყო, ვთვლიდით, რომ რაღაც დონით ალბათ მისაღები იყო. მე ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, ცხადია და ჩემ გარშემო ვისაუბრო იმ საზოგადოებაზე, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა და მგონია რომ მაინც ეს ადამიანები მეტნაკლებად დალაგებული ადამიანები არიან. მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენ მაინც, ჩემი აზრით, ცხოველური რაღაცა გვქონდა.

მე ხო არ ვამბობ რომ ეს პრობლემა არ იყო. მე უბრალოდ ვაღიარებ, რომ მე ეს ვიცოდი, იმიტომ რომ გარშემო მყავს ადამიანები, რომლებმაც ეს გაიარეს თვითონ.“

წარსულის დავიწყების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე კი ზურაბ ჯაფარიძე დამატებით განმარტებას აკეთებს: „მე არ მითქვამს რომ ზოგადად წარსული დავივიწყოთ და ვერავინ გაექცევა მათ შორის იმ პრობლემებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში იყო და ვერასოდეს მათ შორის, ჩემი აზრით, იმ ძალიან ტრაგიკულ შემთხვევებს. ეს შავ ლაქად დარჩება "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის, ვერსად ვერ გაექცევა ეს პარტია ამას.“

სრული ვიდეოდან ცხადი ხდება, რომ ვიდეოს მოცემულ მონაკვეთში ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოების ინდიფერენტულობაზე საუბრობს, მომხდარს აფასებს „სისტემურ“ პრობლემად და ამბობს, რომ ეს მისი პარტიისთვის „შავი ლაქაა“, რომელსაც პარტია „ვერსად გაქეცევა“. შესაბამისად, მოცემული მონაკვეთის სრულად მოსმენა ცხადს ხდის, რომ ზურაბ ჯაფარიძის ნათქვამიდან არ გამომდინარეობს, რომ მას მოსწონდა 2012 წლამდე არსებული ციხე.

ყველა პოსტის ნახვა

ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ
ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ
მარ 17, 2026
სოციალურ ქსელში ია დარახველიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ია დარახველიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 20, 2025
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 02, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
მაი 01, 2025
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს
მარ 11, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.