Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნეთანიაჰუსა და პუტინის შეცდომაში შემყვანი შედარება ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნეთანიაჰუსა და პუტინის შეცდომაში შემყვანი შედარება ვრცელდება

სექტემბერს 25, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც პარალელებია გავლებული ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის.

 

ვიდეოს ავტორი ისრაელსა და რუსეთს, ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთს ადარებს. ის მაყურებელს ეკითხება, თუ ეტყვის, რომ ადამიანი ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავს, იმპერიალისტია და უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს, რომელ პოლიტიკოსს დაასახელებდნენ. შემდეგ ავტორი ამბობს, რომ პუტინს კი არა, ნეთანიაჰუს გულისხმობდა.

ნეთანიაჰუსა და მისი პოლიტიკის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, მტკიცება, თითქოს ის, პუტინის მსგავსად, ისრაელს 30 წლის განმავლობაში მართავს,რეალობას არ შეესაბამება. 

ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველად 1996 წლის 18 ივნისს გახდა. მას ეს თანამდებობა 1999 წლის 6 ივლისამდე ეკავა, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი  ეჰუდ ბარაკი გახდა.

ნეთანიაჰუ პირველი პირის თანამდებობაზე 2009 წლის 31 მარტს დაბრუნდა და ის 2021 წლის 13 ივნისამდე ეკავა. 2021 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც ქნესეთმა მხარი დაუჭირა და პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა. ნეთანიაჰუმ კი ოპოზიციაში გადაინაცვლა.

ბენეტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის 1 ივლისამდე იმყოფებოდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი გახდა. ლაპიდი თანამდებობას 2022 წლის 29 დეკემბრამდე იკავებდა, როდესაც ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტს კვლავ დაუბრუნდა.

ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 29 დეკემბრიდან დღემდე იკავებს.

ამრიგად, 2026 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, ნეთანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯამში დაახლოებით 19 წლის განმავლობაში ეკავა — სამ სხვადასხვა პერიოდში: 1996–1999 წლებში, 2009–2021 წლებში და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე. შესაბამისად, ნეთანიაჰუს ისრაელი არათუ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად არ უმართავს, არამედ არჩევნების შედეგების შესაბამისად, პრემიერის თანამდებობის დატოვება რამდენჯერმე მოუწია, რა პერიოდშიც მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერიც იყო. პრემიერ-მინისტრობის პერიოდებს შორის ქვეყნის მთავრობას სხვა პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის ეჰუდ ბარაკი, ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი.

შესაბამისად, ვიდეოში მოცემული მტკიცება, თითქოს ნეთანიაჰუ ისრაელს პუტინის მსგავსად უწყვეტად 30 წლის განმავლობაში მართავს, მცდარია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სექ 05, 2025
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
თებ 17, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის გამოსვლის კადრები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის გამოსვლის კადრები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 19, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა
სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა
ნოე 27, 2025
სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.