Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
უჩა აბაშიძის ვიდეო არასრული კონტექსტით ვრცელდება

უჩა აბაშიძის ვიდეო არასრული კონტექსტით ვრცელდება

სექტემბერს 14, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელებში ფეისბუქსა და ტიკტოკ-ზე ვრცელდება სამხედრო ბლოგერ, უჩა აბაშიძის ვიდეო, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვის მუხლითაა მსჯავრდებული. გავრცელებულ ვიდეო ფრაგმენტში უჩა აბაშიძე ამბობს: "ბალისტიკური ნიშნავს ბუხ-ბუნც" და ხელის ჟესტებისა და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით აღწერს რაკეტის მოძრაობას. ვიდეოებს თან ახლავს აღწერა, რომლებიც ბლოგერის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს აწერია: "ძლიერი ექსპერტი ბუხ-ბუნც".(ბმული 1, 2, 3, 4, არქივირებული ბმული). სინამდვილეში ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ არ ჩანს სრული კონტექსტი და ბლოგერის გამოსვლაზე მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის.

სრულ ვიდეოში, რომელიც ბლოგერის YouTube არხზე 2023 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა ჩანს, რომ აღნიშნულ მონაკვეთამდე, აბაშიძე განმარტავს, რომ თემას გამარტივებული ფორმით, დაახლოებით ისე ხსნის, როგორც ეს საკუთარ შვილს აუხსნა. 3:19 წუთიდან, აბაშიძე ამბობს: "მეორე საკითხი გახსენებთ, რა არის ბალისტიკური და ფრთოსანები [რაკეტა]. იმ დღეს ბავშვს ვუხსნიდი და მივხვდი, რომ ძალიან ადვილი არის ტვინისთვის ასე გასაგებად. ბალისტიკური ნიშნავს ბუხ-ბუნც. კიდე არსებობს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც არის ფფშ-ბუნც. და ფფშ-ს როდის ვამთავრებ დააკვირდით. ფრთოსანი რაკეტა სინამდვილეში თვითმფრინავია, რაკეტა ქვია, რომელიც მიწას მოუყვება."

ის რომ ბლოგერი მიზანმიმართულად საუბრობს მარტივი ენით დასტურდება, უშუალოდ ვიდეოს აღწერაში, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი მიზანია, მასალა მაყურებლისთვის მარტივად გასაგები იყოს და ამიტომ შეგნებულად არ იყენებს ზუსტ ციფრებს.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო კონტექსტის გარეშეა მოჭრილი და ბლოგერის კომპეტენციის შესაფასებად მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში უკრაინის გერბთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინის გერბთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება
მარ 31, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
ოქტ 22, 2024
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 14, 2024
სოციალურ ქსელში ნენსი ვოლანდის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნენსი ვოლანდის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
დეკ 10, 2025
გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება
გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება
აგვ 07, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.