Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელებში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფორმის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფორმის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ოქტომბერს 22, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ვიდეოს ავტორი საუბრობს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმაზე. მისი თქმით, ეროვნული ნაკრების ფორმაზე ვერ ნახავთ ქართულ დროშას, ხოლო სხვა ქვეყნების ნაკრებების ფორმაზე აშკარად ჩანს, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ ისინი (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, ვიდეოში მოყვანილ მაგალითებშიც კი ვერ ნახავთ ნაკრებს, რომელსაც ფორმაზე ეროვნული დროშა აქვს დატანილი. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა - ეროვნული ნაკრებები თითქმის ყოველთვის საკუთარ ფორმაზე ეროვნულ სიმბოლოებს დაიტანენ, მაგრამ არა დროშებს.

მაგალითად, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორმაზე, რომელიც ქვემოთ ფოტოზეა მოცემული, ეროვნულ დროშას ვერ იპოვით. ამის ნაცვლად, მაისურზე დატანილია საფრანგეთის ეროვნული სიმბოლო - მამალი. საფრანგეთის სათამაშო ფორმების ფერები კი ეროვნული დროშის ფერების შესაბამისადაა შერჩეული.

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორმა

 

 

იგივეა ინგლისის შემთხვევაშიც. ნაკრების ფორმაზე დატანილია არა ინგლისის დროშა, არამედ სამი ლომი და ტუდორის ვარდები. ამ შემთხვევაშიც, დროშის ნაცვლად, სამკერდე ნიშნად, სწორედ ეს სიმბოლო გამოიყენება. დროშის ფერები ინგლისის ნაკრებმაც ფორმის ფერების შერჩევისას გაითვალისწინა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორმა

 

ესპანეთის ნაკრებიც, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის ფორმას თუ ოფიციალურ მაღაზიაში შეიძენთ, დროშის გარეშე ასპარეზობს. აქაც, სამკერდე ნიშნად, დროშის ნაცვლად, სხვა ეროვნული სიმბოლოა გამოყენებული, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ესპანეთის ეროვნულ გერბს. დროშის ფერები ესპანეთის ნაკრებმაც ფორმის ფერების შერჩევისას გამოიყენა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორმა

 

სწორედ ეს მიდგომა გამოიყენა ეროვნული ნაკრების ფორმის შექმნისას საქართველოს ნაკრებმაც. ნაცვლად დროშისა ან საფეხბურთო ფედერაციის ლოგოსი, სამკერდე ნიშნად საქართველოს ნაკრები საქართველოს გერბზე წმინდა გიორგის გამოსახულების თანამედროვე ვარიაციას იყენებს, ხოლო დროშის ფერებს ნაკრების სათამაშო ფორმის ფერების შერჩევისას ითვალისწინებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა

საქართველოს ნაკრების ახალი ფორმის დიზაინი მასშტაბური რებრენდინგის შედეგად შემუშავდა. რებრენდინგის პროცესში შეიქმნა ერთიანი ბრენდ პლატფორმა საქართველოს ეროვნული გუნდებისთვის. “ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული - როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა,”- ვკითხულობთ ეროვნული ნაკრების ოფიციალურ საიტზე.

ვიდეოში კიდევ ორი მაგალითია მოყვანილი - ჩრდილოეთ ირლანდიისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მაისურები. ამ ნაწილში ვიდეოს ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ გუნდებს, თავიანთ დროშასთან ერთად, მაისურზე საქართველოს დროშაც ჰქონდათ დატანილი.

ფეხბურთში ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ზოგიერთ შემთხვევაში გუნდები კონკრეტული თამაშისთვის სპეციალურად ამზადებენ ფორმას, რომელზეც საკუთარი და მეტოქე გუნდის დროშები და, ზოგჯერ, მატჩის თარიღიც არის დატანილი, მაგრამ თუ თავად ფორმის ზოგად სიმბოლიკას შევხედავთ, სამკერდე ნიშნად ჩრდილოეთ ირლანდიისა და უკრაინის გუნდებიც სხვა სიმბოლოებს იყენებენ და არა დროშას. უკრაინის ნაკრები სამკერდე ნიშნად გერბის დიზაინის მიხედვით შექმნილ სამკაპის სიმბოლოს იყენებს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები საფეხბურთო ასოციაციის გერბს.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სიმართლე არ არის, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეკითხვა "პირველ რიგში ამერიკაა თუ ისრაელი" უკომენტაროდ დატოვეს
სიმართლე არ არის, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეკითხვა "პირველ რიგში ამერიკაა თუ ისრაელი" უკომენტაროდ დატოვეს
მარ 23, 2026
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა
დეკ 09, 2025
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 19, 2025
ეიფელის კოშკზე აღმართული იორდანიისა და პალესტინის დროშების ამსახველი ვიდეო AI გენერირებულია
ეიფელის კოშკზე აღმართული იორდანიისა და პალესტინის დროშების ამსახველი ვიდეო AI გენერირებულია
ოქტ 21, 2026
დეზინფორმაცია: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ფინეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს
დეზინფორმაცია: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ფინეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს
აპრ 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.