Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში უკრაინის საკალათბურთ ნაკრების მოქმედების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში უკრაინის საკალათბურთ ნაკრების მოქმედების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ივლისს 10, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჰიმნის შესრულების დროს უკრაინის ნაკრების მოქმედებაა გამოსახული. ფოტოს ავტორის მტკიცებით, უკრაინის ნაკრების კალათბურთელებმა „ზურგი შეგვაქციეს ჰიმნის თქმის დროს“ (არქივირებული ბმული).

საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩი 2 ივლისს რიგაში გაიმართა. მატჩის დასაწყისში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ერთი მიმართულებით დადგნენ. სინამდვილეში, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ნაკრების მოთამაშეები ერთი მიმართულებით იყურებიან. მაყურებელთა ნაწილიც სწორედ ამ მიმართულებით არის შებრუნებული. სპორტული ღონისძიებების დროს, ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ეროვნული დროშისკენ სახით დგომა მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის დასაწყისში, არათუ ჰიმნისადმი უპატივცემულობა ან რაიმე ტიპის კრიტიკული ქცევა ყოფილა უკრაინელთა მხრიდან, არამედ მოთამაშეები და მწვრთნელები ერთმანეთს მეგობრულად მიესალმნენ, ხოლო უკრაინელთა და ქართველთა მთავარმა მწვრთნელებმა ბაგატსკისმა და ჯიკიჩმა სამახსოვროდ ეროვნული სიმბოლიკის პინები გაცვალეს.

მატჩის დასაწყისში უკრაინელთა მხრიდან განხორციელებული რაიმე საპროტესტო პერფორმანსის შესახებ ინფორმაცია არც უკრაინის საკალათბურთო ფედერაციისა და არც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტებზე არ იძებნება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად "ჯეოფაქტსი" უკრაინის კალათბურთის ასოციაციას დაუკავშირდა. ფედერაციამ მომხდარი შემდეგნაირად განმარტა: "საქმე ისაა, რომ მოცემულ არენაცე დროშები იმგვარადაა განთავსებული, რომ ეროვნული ჰიმნის დროს გუნდს მათკენ შებრუნება უწევს. ყველა ეროვნული გუნდი, რომელიც ამ არენაზე თამაშობს, ბრუნდება დროშისკენ და, შესაბამისად, ზურგს აქცევს მოწინააღმდეგე გუნდს. მაგალითად, საქართველო-უკრაინის თამაშის შემდეგ ამ არენაზე ისრაელი გერმანიის თამაში გაიმართა. ეროვნული ჰიმნის დროს ისრაელის მოთამაშეები ასევე შებრუნდნენ დროშისკენ და ზურგი შეაქციეს გერმანიის ნაკრებს. ეს ამ დარბაზის განსხვავებული მახასიათებელია".

უკრაინა-საქართველოს მატჩი რიგაში, ქსიაომი არენაზე გაიმართა. უკრაინის საკალათბურთო ფედერაციის განცხადების გადასამოწმებლად ჩვენ ამ არენაზე სულ ბოლოს ჩატარებული მატჩი მოვიძიეთ. 6 ივლისს ამ დარბაზში ერთმანეთს ლატვიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის დასაწყისში, ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს, ლატვიის მოთამაშეები ზუსტად ასევე იქცევიან - სახით ბრუნდებიან დროშის მხარეს და "ზურგს აქცევენ" მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს.


ამდენად, ინფორმაცია, რომ უკრაინელმა კალათბურთელებმა საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს ზურგი შეაქციეს, სიმართლეს არ არის. სინამდვილეში, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, კალათბურთელები ჰიმნის შესრულების დროს სახით დროშისკენ იდგნენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
ივლ 09, 2025
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 25, 2024
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
იან 20, 2026
არ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშ უმცროსი რუსეთის მიერ თბილისის აღებას ემხრობოდა
არ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშ უმცროსი რუსეთის მიერ თბილისის აღებას ემხრობოდა
აგვ 19, 2026
სოციალურ ქსელში მსახიობ ია ფარულავას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ ია ფარულავას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აგვ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.