Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია

დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია

დეკემბერს 27, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა საინფორმაციო ბარათი (ბმული 1, 2, 3, 4), რომლის მიხედვით, შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია (დაარქივებული პოსტი).

„ვიწვევ ბატონ პრემიერს ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ. წამოიყვანოს ვინც მას უნდა…“, – წერია პოსტებში გამოქვეყნებულ ფოტოზე.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მხოლოდ აღნიშნული ფოტოს სახით გავრცელდა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ის ქართული მედიების მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათების სტილს იმეორებს, მასზე არცერთი მედიის ლოგო, ან სხვა ნიშანი დატანილი არაა.

სინამდვილეში, საჯარო წყაროებით არ დასტურდება, რომ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ეს განცხადება გააკეთა. Facebook-ზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი კი, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე საპასუხოდ სახუმარო შინაარსის გამოხმაურებაა.

შოთა არველაძეს Facebook-ზე ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი აქვს, სადაც ის პოსტებს აქვეყნებს. თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. პირადი სოციალური ქსელების გარდა, განცხადება მას შესაძლოა მედიაში გაევრცელებინა, თუმცა მსგავსი განცხადება არც სანდო მედიასაშუალებებს გამოუქვეყნებიათ.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე განცხადებებით, რომ არავინ გველაპარაკება, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა, თუ არ ვცდები, შოთა არველაძე აქციაზე. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ იმას, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას. რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი განცხადება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად“.

ირაკლი კობახიძემ მიმართვა 26 დეკემბერსაც გაიმეორა, როცა აღნიშნა, რომ შოთა არველაძეს დისკუსიაში ჩართვა სთხოვა, თუმცა ის მას განერიდა. „შემდეგ გამოვიდა, მაგალითად, შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. აქაც მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.

სატირული შინაარსის ყალბი პოსტები, სადაც თითქოს შოთა არველაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავდა და სანაკრებო პაუზის დროს ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ იწვევდა, სოციალურ ქსელში სწორედ ამ განცხადებების შემდეგ გავრცელდა.

ამდენად, შოთა არველაძის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია და არ დასტურდება, რომ მან მსგავსი განცხადება გააკეთა.

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

არ დასტურდება, რომ გავრცელებული ციტატა მსოფლიო მმართველობის შესახებ დევიდ როკფელერს ეკუთვნის
არ დასტურდება, რომ გავრცელებული ციტატა მსოფლიო მმართველობის შესახებ დევიდ როკფელერს ეკუთვნის
მაი 15, 2026
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ყალბი ციტატა გავრცელდა
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ყალბი ციტატა გავრცელდა
ოქტ 30, 2024
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ბანერი ვრცელდება
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ბანერი ვრცელდება
თებ 21, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული პოსტი ვრცელდება
მაი 16, 2025
სოციალურ ქსელში ილონ მასკის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილონ მასკის ყალბი ციტატა ვრცელდება
იან 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.