Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
აშშ-ში უკრაინის ელჩი არ არის ქალი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმის დროს მაგიდიდან შამპანური აიღო

აშშ-ში უკრაინის ელჩი არ არის ქალი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმის დროს მაგიდიდან შამპანური აიღო

მაისს 4, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

25 აპრილს ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილის დროს აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იღებს მაგიდიდან უცნობი ქალი შამპანურის ბოთლს;
რუსულმა საინფორმაციო არხებმა უცნობი ქალი წარმოაჩინეს, როგორც აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლგა სტეფანიშინა;
სტეფანაშინა სადილს ესწრებოდა და ვიდეოში ნაჩვენები ქალისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობა და ვარცხნილობა ჰქონდა.

2026 წლის 25 აპრილს, ვაშინგტონში, „ჰილტონის“ სასტუმროში, სადაც თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილი იმართებოდა, სროლა იყო. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ეჭვმიტანილი, 31 წლის კოულ ტომას ალენი, მაშინვე დააკავეს, თუმცა შემთხვევას ქაოსი მოჰყვა. სროლის შემდგომ დღეს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იღებს უცნობ ქალი სროლის შემდეგ ერთ-ერთი მაგიდიდან შამპანურის ბოთლს. 27 აპრილს, რუსულმა ტელეგრამ არხმა და პლატფორმა X-ის ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს მტკიცება, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ქალი აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლგა სტეფანიშინა არის. სწორედ X-ის პრორუსულ ანგარიშებზე დაყრდნობით გავრცელდა მტკიცება ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც.

აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლგა სტეფანიშინა მართლაც ესწრებოდა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილს, თუმცა ვიდეოში აღბეჭდილი ქალისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობა და თმის სტილი ჰქონდა.

მარცხნივ: სტეფანიშინა როიტერსის კადრში. მარჯვნივ: სტეფანაშინას მიერ გამოქვეყნებული სურათი

სურათების შედარებით ჩანს, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩს ვერცხლისფერი ტანსაცმელი აცვია და არ აქვს მოსაცმელი, ვიდეოში აღბეჭდილ ქალს კი შავი შარვალი და მოსაცმელი აცვია.



ამავდროულად, ელჩს თმები შედარებით მოკლე აქვს და მხოლოდ კისრამდე ჩამოსდის, განსხვავებით ვიდეოში აღბეჭდილი ქალისგან, რომელსაც თმები მკერდამდე ჩამოსდის.



ამდენად, რუსული ანგარიშების მიერ გავრცელებული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.



ყველა პოსტის ნახვა

ავტომობილების რეექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა
ავტომობილების რეექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა
იან 22, 2026
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 07, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
მარ 13, 2025
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 22, 2025
დეზინფორმაცია: 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ამერიკელს ორგანიზმში RFID მიკროჩიპი აქვს შეყვანილი
დეზინფორმაცია: 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ამერიკელს ორგანიზმში RFID მიკროჩიპი აქვს შეყვანილი
ნოე 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.