Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში "მთავარი" არხის ლოგოს გამოყენებით გია ბარამიძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში "მთავარი" არხის ლოგოს გამოყენებით გია ბარამიძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სექტემბერს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათების ვიზუალს იმეორებს (არქივირებული ბმული). ფოტოზე დატანილია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ გია ბარამიძის პატივსაცემად, სოლიდარობის ნიშნად მოიზარდა წვერი. საინფორმაციო ბარათზე ასევე ჩანს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გია ბარამიძის ციტატა, რომლითაც თითქოს ის სააკაშვილის ნათქვამს გამოეხმაურა. ციტატა, რომელიც ბარამიძეს მიეწერება, უცენზურო ლექსიკას მოიცავს.

მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად განაცხადა, რომ გია ბარამიძის პატივსაცემად წვერი მოიზარდა. თუმცა, 28 სექტემბერს, როცა სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ტელეკომპანია "მთავარს" ეს ინფორმაცია არ გაუშუქებია (2026 წლის 28 სექტემბერს მთავარის მიერ გამოქვეყნებული ბარათები შემდეგი: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8, ბმული 9, ბმული 10, ბმული 11, ბმული 12, ბმული 13, ბმული 14, ბმული 15, ბმული 16, ბმული 17, ბმული 18, ბმული 19, ბმული 20 , ბმული 21, ბმული 22, ბმული 23, ბმული 24, ბმული 25, ბმული 26, ბმული 27, ბმული 28, ბმული 29, ბმული 30, ბმული 31, ბმული 32, ბმული 33, ბმული 34, ბმული 35, ბმული 36, ბმული 37, ბმული 38, ბმული 39, ბმული 40, ბმული 41, ბმული 42, ბმული 42, ბმული 43, ბმული 44, ბმული 45, ბმული 46, ბმული 47, ბმული 48, ბმული 49, ბმული 50, ბმული 51, ბმული 52, ბმული 53, ბმული 54, ბმული 55, ბმული 56, ბმული 57, ბმული 58, ბმული 59, ბმული 60, ბმული 61, ბმული 62, ბმული 63, ბმული 64 , ბმული 65, ბმული 66, ბმული 67, ბმული 68, ბმული 69, ბმული 70. 28 სექტემბერს "მთავარის" გამოქვეყნებული პოსტებიდან მხოლოდ ერთი ასახავს მიხეილ სააკაშვილის ციტატას, სადაც ის "ქართული ოცნების" დამფუძნელზე ბიძინა ივანიშვილზე შემდეგ განცხადებას აკეთებს: "ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში და ამ ყველაფრის კონტროლი დაავალა პოლიციას და უშიშროებას, და წილების მასთან ატანა, და როდესაც ლილუაშვილმა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა."

"მთავარის" ნამდვილი საინფორმაციო ბარათი

რაც შეეხება ციტატას, რომელიც გია ბარამიძეს მიეწერება, მსგავსი პოსტი არ იძებნება თავად "მთავარის" მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათებში. ის, რომ ციტატა გაყალბებულია დასტურდება იმითაც, რომ გაყალბებულ ბარათზე გამოყენებული ფონტი მნიშვნელოვნად განსხვავდება "მთავარის" ორიგინალი ქარდისგან.

გია ბარამიძე 2026 წლის 11 სექტემბერს „სამშობლოს ღალატისა” და “საბოტაჟის” ბრალდებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლების შესაბამისად, დააკავეს. მის ოფიციალურ Facebook გვერდზე მსგავსი განცხადება არ იძებნება, მისი დაკავების დღის მერე პოლიტიკოსის გვერდზე ახალი პოსტები არ დევს.

მსგავსს ციტატაზე არ წერენ არც მედიაგამოცემები (ბმული 1, 2).

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული საინფორმაციო ბარათი რედაქტირებულია და მასზე დატანილი ციტატის ნამდვილობა არ დასტუდება.

ყველა პოსტის ნახვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
აგვ 13, 2024
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
იან 12, 2026
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
დეკ 05, 2025
დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
ივნ 11, 2024
სატირა: სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დოდო გუგეშაშვილი დაინიშნა
სატირა: სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დოდო გუგეშაშვილი დაინიშნა
დეკ 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.