Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოფიო ხორგუანის შესახებ ვიდეო მანიპულაციური წარწერით ვრცელდება

სოფიო ხორგუანის შესახებ ვიდეო მანიპულაციური წარწერით ვრცელდება

აპრილს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოდის. საკუთარ გამოსვლაში სოფიო ხორგუანი მოქალაქეების მიერ დაჯარიმებულთა და დაკავებულთა დასახმარებლად გადარიცხულ შემოწირულობებზე საუბრობს. სოფიო ხორგუანი ამბობს: „მაგრამ სახარება ერთხელ წაკითხული რომ გქონდეთ, გემახსოვრებათ ესეთი იგავი „ქვრივი და ორი ლეპტა“. აი ის ორი ლარი თუ ოცი ლარი, რომელიც მოქალაქემ გადაურიცხა იმ დაჯარიმებულს, ბევრად მეტია თავისი მნიშვნელობით“. ვიდეოს ადევს წარწერა: „სახარებაში რომელ იგავში რიცხავენ მოქალაქეები ფულს“. აღნიშნული ვიდეომანიპულაციის მიზანია გვაფიქრებინოს, თითქოს სოფიო ხორგუანი ფიქრობს, რომ სახარების იგავში ფულის გადარიცხვაზეა საუბარი.

სინამდვილეში სოფიო ხორგუანი სახარებისეულ იგავზე საუბრობს ქვრივისა და ორი ლეპტის შესახებ. სახარებაში ვხვდებით ასეთ იგავს - „ქვრივის ორი ლეპტა“ (ბმული 1, ბმული 2). იგავის მიხედვით, იესო ქადაგების შემდეგ საგანძურთან ზის და უყურებს ადამიანები როგორ სწირავენ ფულს. „მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.“ [1]

იგავი გვხვდება როგორც მარკოზის, ასევე ლუკას სახარებაში (მარკოზი 12:41-44 და ლუკა 21:1-4). იგავის შინაარსია, რომ იესომ უფრო დასაფასებლად მიიჩნია იმ ადამიანის შეწირული, რომელმაც მიუხედავად შეჭირვებისა თავის თავს მოაკლო და შესწირა, ვიდრე იმ ადამიანების შეწირული, რომლებიც ქონებას ჭარბად ფლობდნენ და ამ სიჭარბიდან წირავდნენ. სოფიო ხორგუანი საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამ იგავზე მიუთითებს შემოწირულობებზე საუბრისას და ყურადღებას მცირედით შემომწირველ მოქალაქეებზე ამახვილებს. იგავს ის სწორედ შემოწირულობის კონტექსტში ახსენებს და არა „ციფრული გადარიცხვების“.

[1] ლეპტა და კოდრანტი ფულის ერთეულებია. ლეპტა ყველაზე დაბალი ღირებულების მონეტაა.


ყველა პოსტის ნახვა

აპირებს თუ არა გერმანია, შეუზღუდოს 17-დან 45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება?
აპირებს თუ არა გერმანია, შეუზღუდოს 17-დან 45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება?
აპრ 09, 2026
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 16, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 22, 2026
სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა
სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა
დეკ 11, 2025
ქუთაისის მერიის და საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის სარესტორნო და სასტუმრო ხარჯებმა 156 ათას ლარზე მეტი შეადგინა
ქუთაისის მერიის და საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის სარესტორნო და სასტუმრო ხარჯებმა 156 ათას ლარზე მეტი შეადგინა
დეკ 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.