Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ტრამპი მაკრონის ცემას არ განასახიერებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ტრამპი მაკრონის ცემას არ განასახიერებს

აპრილს 17, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩანს. ვიდეოზე დართული რუსულენოვანი ხმოვანი ჩანაწერის თანახმად, ტრამპა საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორ სცემს ცოლი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. ვიდეო შემდეგ გრძელდება კადრით, სადაც ემანუელ მაკრონი სათვალეში ჩანს და მოგვიანებით კადრში ჩნდება მაკრონის ცნობილი ეპიზოდი, სადაც ჩანს, რომ ბრიჯიტ მაკრონი მას სახეზე ეხება. მსგავსი აღწერით იდენტური პოსტები სოციალურ ქსელ Instagram-ზე, X-სა და YouTube-ზე გავრცელდა.


ვიდეოს დასაწყისში მოცემული კადრი დონალდ ტრამპის 2026 წლის 1 აპრილს სააღდგომო წვეულებაზე გამოსვლიდან (29:30) არის ამოჭრილი. აღნიშნული გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ოლიმპიურ კომიტეტთან მის მცდელობაზე, რომ ოლიმპიადაზე მკაცრად იყოს გამიჯნული ქალთა და მამაკაცთა სპორტი. აღნიშნულ კონტექსტში, პრეზიდენტი ტრამპი იხსენებს შემთხვევას, როცა, მისი თქმით, იტალიელი მოკრივე ქალი დაამარცხა ტრანსგენდერმა სპორტსმენმა, რომელიც მისი თქმით, ქალად მამაკაციდან ტრანზიცირდა. დარტყმის ინსცენირებისას ტრამპი ბოქსიორს და მის მიერ შესრულებულ დარტყმებს განასახიერებს. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ამ მონაკვეთში დონალდ ტრამპს მაკრონი არ განუსახიერებია.

თუმცა, ამავე გამოსვლის დასაწყისში (2:30) პრეზიდენტმა ტრამპმა ნამდვილად ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტზე და საფრანგეთის პოზიციის კრიტიკისას, რომ პარიზი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში არ დაეხმარა, განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მეუღლე ცუდად ექცევა და ის დღემდე არ გამოჯანმრთელებულა სახეში დარტყმისას. პრეზიდენტის ნათქვამს დარბაზში სიცილი მოჰყვა, რაც ნათქვამის სახუმარო შინაარსზე მიანიშნებს.

აღნიშნული კომენტარისას პრეზიდენტმა ტრამპმა, სავარაუდოდ, ის ინციდენტი გაიხსენა, როდესაც 2025 წლის მაისში ვიეტნამში ვიზიტისას, Associated Press-მა ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონის კადრები გამოაქვეყნა. გავრცელებულ ვიდეოში თვითმფრინავის კარის გაღებისას გამოჩნდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი მეუღლეს ხელებს სახეზე უხეშად ადებდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოცემული თვითმფინავის კადრი სწორედ ამ ეპიზოდს ასახავს. Associated Press-ის გამოქვეყნებულ კადრებს გასულ წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მასზე განმარტებაც გააკეთა. მაკრონის თქმით, ინციდენტი სინამდვილეში სახუმარო შინაარსის იყოს და ის მის მეუღლესთან ჩხუბს არ ასახავდა.

რაც შეეხება ვიდეოში ჩასმულ კადრს, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი სათვალეებში ჩანს, აღნიშნულზე "ჯეოფაქტსი" აქამდეც წერდა. მაკრონი მზის სათვალით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოჩნდა და ამ კადრებს, სპეკულაციები მოჰყვა, რომ პრეზიდენტი სათვალით ცოლის ძალადობის შედეგად გაჩენილ კვალს ფარავდა.

სინამდვილეში, ფრანგული მედიის ცნობით, პრეზიდენტ მაკრონთან დაახლოებული წყაროების თანახმად, მას თვალში სისხლძარღვი გაუსკდა და სწორედ ამან გამოიწვია თვალის სიწითლე და მოგვიანებით მზის სათვალით სიარულის აუცილებლობა. Radio Télévision Luxembourg-თან ექიმმა ჯიმი მოჰამედიმ აღნიშნა, რომ „პრეზიდენტს აქვს სუბკონიუნქტივალური სისხლდენა, კეთილთვისებიანი მდგომარეობა. თვალის წინა ნაწილში არის კონიუნქტივა, პატარა, გამჭვირვალე მემბრანა. ის ფარავს თვალის ცილას. ამ ადგილას არის ძალიან პატარა, ზედაპირული სისხლძარღვი, რომელიც შეიძლება გასკდეს და თვალის ცილაზე წარმოქმნას წითელი ლაქა”. მისივე თქმით, „ეს მდგომარეობა კეთილთვისებიანია, რადგან მხოლოდ თვალის ზედაპირს აზიანებს. თვალის შიგნით კი სისხლდენას არ იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ადამიანი არ განიცდის ტკივილს ან მხედველობის პრობლემებს. სუბკონიუნქტივალური სისხლდენა იზოლირებულად ხდება და სპონტანურად ქრება ყოველგვარი ჩარევის გარეშე“.

ამდენად, მცდარია ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპა ბრიჯიტ მაკრონი განასახიერა გავრცელებულ ვიდეოში. დამატებით, არ დასტურდება, რომ მაკრონი მზის სათვალით მეუღლისგან მიყენებულ დაზიანებას მალავდა. ფრანგული მედიის ცნობით, მზის სათვალის ტარების მიზეზი თვალის დაავადება იყო.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქეს თავში ტყვია ესროლეს
დეზინფორმაცია: დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქეს თავში ტყვია ესროლეს
მარ 18, 2025
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
იან 25, 2026
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს
დეკ 26, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
დეკ 23, 2025
სოციალურ ქსელში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი მტკიცებები ვრცელდება
სოციალურ ქსელში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი მტკიცებები ვრცელდება
აგვ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.