Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ

თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ

ივნისს 21, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სიმართლე

ვერდიქტი: ჯეოფაქტსის დასკვნით, თეონა აქუბარდიას განცხადება არის სიმართლე

17 მაისს „პალიტრანიუსის“ ეთერში, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „რუსულ კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა: „არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემები რატი ბრეგაძის „კანტორას“ მიაწოდონ და თუ ეს უწყება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩათვლის, რომ ყველაფერი უნდა გაასაჯაროოს, ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები საჯარო იქნება, თქვა დეპუტატმა.“

ჯეოფაქტსმა თეონა აქუბარდიას განცხადება გადაამოწმა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ პირველად ინიციირებული ვერსიის პირდაპირი სუბიექტები ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები არიან, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ. მათ კანონპროექტი ტოტალური გაკონტროლების და საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, გამჭვირვალობის ყალბ მოთხოვნებს უდგენს. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების და ამ ვალდებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების უმრავლესობა სწორედ არასამთავრობოებსა და მედიებს მიემართება.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტში არსებული რეპრესიული მექანიზმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება – მაგალითად, კანონპროექტით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო აღიჭურვება ორგანიზაციაში დასაქმებული ფიზიკური პირებისა თუ ორგანიზაციის ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების დამუშავების შეუზღუდავი ძალაუფლებით, [1] რითაც სახელმწიფო ფაქტობრივად უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, უფლებაში ჩარევის თანაზომიერი, მაშასადამე, აუცილებელი და პროპორციული გზა აირჩიოს. [2] ამასთან, კანონპროექტი, გამჭვირვალობის „კეთილშობილური მიზნის“ საფუძვლით, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ ორგანიზაციებს, რომელთა სერვისით სარგებლობენ შშმ პირები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, უფასო იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე პირები და ა.შ. შესაბამისად, კანონპროექტი საკუთარი ყოვლისმომცველი რეგულირებით ისედაც ეხება ფიზიკურ პირებს, როგორც ირიბად, ასევე პირდაპირ.

კანონპროექტის თავდაპირველად ინიციირებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის რისკები, რაც უშუალოდ ფიზიკურ პირებს მიემართება. მათგან ორი განსაკუთრებით საყურადღებო ცვლილებაა.

ერთმა ცვლილებამ შესწორებები შეიტანა კანონპროექტის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებში და შემდეგი შინაარსი ჩაამატა: იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ინფორმაცია გამოითხოვოს, მათ შორის, ფიზიკური პირისგანაც, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მის ხელთ არსებული მოთხოვნილი ინფორმაცია.

კერძოდ, მოცემულ მუხლებში შესული ცვლილება შემდეგია: კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების ჩანაწერი – „სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს განაცხადი, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი“ დაზუსტდა და შეიცვალა შემდეგნაირად:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით, ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“.

ანალოგიური შინაარსის ცვლილებები განხორციელდა კანონპროექტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში, მე-7 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში არსებულ მსგავს ჩანაწერებთან მიმართებითაც.

ამას გარდა, მეორე პლენარულ მოსმენაზევე ცვლილება კიდევ ერთ მუხლში შევიდა, კერძოდ – მე-9 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის ნორმა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“. ამრიგად, მოცემული ცვლილებით, იუსტიციის სამინისტროს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ დააჯარიმოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, მათ შორის, ის პირები, რომლებიც არასამთავრობოებსა თუ მედიებში მუშაობენ და მოთხოვნილი ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს არ მიაწოდეს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ფიზიკური პირების გაკონტროლებისა და მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმებს როგორც ირიბად, ასევე პირდაპირაც შეიცავს. მეორე მოსმენის ფარგლებში, „საჭირო ინფორმაციის“ მოძიების ტვირთს სახელმწიფო ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზეც ავრცელებს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფინანსურ სანქციებს უდგენს. ამრიგად, თეონა აქუბარდიას მტკიცებას, რომ ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემები იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ ჯეოფაქტსი აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] იხ. კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი.

[1] საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/534, 11 ივნისი, 2013

ყველა პოსტის ნახვა

ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის და პუტინის ერთობლივი ფოტო ყალბია
ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის და პუტინის ერთობლივი ფოტო ყალბია
იან 21, 2026
კახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა
კახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა
იან 24, 2025
ინფორმაცია 14 ქართველის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ დასტურდება
ინფორმაცია 14 ქართველის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ დასტურდება
იან 25, 2026
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
იან 12, 2026
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეკ 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.