Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მტკიცება, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება

მტკიცება, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება

იანვარს 25, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში Facebook-მომხარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელშიც ჩვილი მამდანი დედასთან, მირა ნაირასთან, ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინსა და აშშ-ის 42-ე პრეზიდენტთან ბილ კლინტონთან ერთად ჩანს. პოსტში ასევე მოცემულია ინფორმაცია, რომ მირა ნაირი ჯეფრი ეპსტინის მეილშია მოსხენიებული და რომ იგი მიჩ ეპსტინის მეუღლე იყო. აღნიშნული მტკიცებების გაერთიანებით პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრი და "მისი ფავორიტია".


May be an image of text that says "Y OPERATE THROUGH DECEPTION NYC Mayor Zohran Mamdan Mira Nair's First Husband Mitch Epstein To: From: Sent: Subject: eevacation@gmail @gmail comljeevacation@gmail.com] Peggy Siegal Wed1 Ved10/21/2009 5:37:02 AM Title: Just ी Ghislaine's townhouse अी party for film. Bill Nair. .etc. PREDATORS and FRAUDSTERS Clinton and. Jeff Bezos were there. Jean Pigozzi, director directorMira Mira received tepid reaction lthough women like much more. Hillary cheap sportwear nt....Veryw weird. Studio went Going in Wall Street tomorrow ....more to COTE. xoxo Peg Swank and Gere stupid party n Bloomingdales windows month.. #JusticeForRichardHalliday"

სინამდვილეში, პოსტში მცდარი და რეალური ამბები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით აღრეული.

ზოჰრან მამდანი 2026 წლის 1-ლ იანვარს ნიუ-იორკის 112-ე მერი გახდა . მისი მშობლები რეჟისორი მირა ნაირი და მაჰმუდ მამდანი არიან, მისი მამინაცვალი კი მირა ნაირის ყოფილი მეუღლე მიტჩელ (მიჩ) ეპსტინია, ამერიკელი ფოტოგრაფი და არტისტი, რომელიც აშშ-ში დიდი პუპულარობით სარგებლობს. მტკიცებები, რომ მიჩ ეპსტინსა და ჯეფრი ეპსტინს შორის ნათესაური/ოჯახური კავშირები არსებობს, არ დასტურდება. მათ მხოლოდ ერთნაირი გვარი აქვთ და საჯარო წყაროებში, ბიოგრაფიულ თუ პროფესიულ ჩანაწერებში მეტი კავშირის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება მირა ნაირის სახელის აღმოჩენას ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებულ ელექტორნულ ფოსტაში, სიმართლეა. ზოჰრან მამდანის დედის სახელი ჯეფრი ეპსტინის იმ საქმეებში ფიგურირებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 30 იანვარს გამოაქვეყნა. ნაირის სახელი საქმეში ჯეფრი ეპსტინის, გისლეინ მაქსველის მიერ გამართული კინოწვეულების კონტექსტშია მოხსენიებული. კერძოდ, ნაირი მაქსველის სახლში გამართული კინოწვეულების სტუმრებს შორის იყო. ცნობების თანახმად, წვეულება მისი ფილმის, „ამელიას“ ჩვენების შემდეგ მოეწყო. ელექტრონული წერილი 2009 წლის 21 ოქტომბრითაა დათარიღებული, რომელშიც პეგი სიგალი (ამერიკელი პუბლიცისტი და კინომარკეტერი) წერს: „ახლახან დავტოვე გისლეინის სახლი... ფილმის შემდგომი წვეულება. იქ იყვნენ ბილ კლინტონი და ჯეფ ბეზოსი... ჯინ პიგოცი, რეჟისორი მირა ნაირი... და ა.შ.“. მიმოწერაში მირა ნაირის სახელი სხვებთან ერთად მართლაც ნახსენებია, თუმცა დეტალებისა და გარემოებების აღწერის გარეშე. მეილში არ იკვეთება ჯეფრი ეპსტინთან არანაირი პირადი ან პროფესიული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, მასთან ერთად მოგზაურობა, მიმოწერა თუ მის დანაშაულებში თანამონაწილეობა.

ამრიგად, ზოჰრან მამდანისა და მირა ნაირის პერსონალური კავშირები ჯეფრი ეპსტინთან და მის სავარაუდო დანაშაულებში მონაწილეობა საჯარო წყაროებსა და საგამოძიებო დოკუმენტებში არ დასტურდება.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც ჯეფრი ეპსტინი, ბილ კლინტონი, მირა ნაირი და ჩვილი მამდანია ასახული, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით "ჯეოფაქტსმა" დაადგინა, რომ ფოტოს პირველწყარო სოციალური პლატფორმა X-ის სატირული ანგარიში Dumb Fck Finder-ია (DFF). აღსანიშნავია, რომ ზოჰრან მამდანისა და ჯეფრი ეპსტინის AI ფოტოები ანგარიშს არაერთხელ გამოუქვეყნებია (1, 2, 3). ანგარიშს აღწერაში მითითებული აქვს, რომ სატირული ანგარიშია (Parody account) და ამერიკული პოლიტიკის შესახებ მაღალი ხარისხის AI ვიდეოებსა და ე.წ. მიმებს (meme) აქვეყნებს.


მამდანის, ნაირის, ეპსტინისა და კლინტონის ფოტოს X-ზე საზოგადოებრივი კომენტარიც (community note) ერთვის, რომელშიც მითითებულია, რომ: "ამ პოსტში მოცემული სურათები გენერირებულია და არ იძებნება ეპსტინის გამოქვეყნებულ ფაილებში. მირა ნაირი მხოლოდ 2009 წელს გაგზავნილ ელექტრონულ წერილშია მოხსენიებული, როგორც გისლეინ მაქსველის მიერ ორგანიზებული, ფილმის შემდგომი წვეულების სტუმარი".

როგორც ფოტოში ჩანს, ზოჰრან მამდანი ჩვილადაა წარმოჩენილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მირა ნაირას ჯეფრი ეპსტინის საქმეში მოხსენიება 2009 წლით თარიღდება, ხოლო მამდანი 1991 წელს დაიბადა - გამოდის, რომ ამ დროს მამდანი 18 წლის უნდა ყოფილიყო. ეს ასაკი კი მის ჩვილის გამოსახულებას არ ემთხვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, DFF-მა თავადვე დაწერა, რომ მამდანი ფოტოში ჩვილად სპეციალურად აქცია, რათა ფოტო 34 წლი წინ გადაღებული გამოსულიყო.

ზოჰრან მამდანი

აღსანიშნავია, რომ ჯეფრი ეპსტინისა და ზოჰრან მამდანის AI ფოტოებს თავად ნიუ-იორკის მერიც გამოეხმაურა და აღშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, თუ რამდენად მარტივად, სწრაფად და მასობრივად ვრცელდება ფოტოები, რომლებიც აშკარად ყალბია.

აღსანიშნავია, რომ მამდანის შესახებ მსგავსი მტკიცებები უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა და საერთასორისო მედიებმაც გადაამოწმეს (1, 2, 3).


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა
სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა
ოქტ 30, 2025
უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად ჩაფხუტების ტარებას არ აიძულებდნენ
უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად ჩაფხუტების ტარებას არ აიძულებდნენ
მარ 11, 2026
დეზინფორმაცია: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები წაშალა
დეზინფორმაცია: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები წაშალა
მარ 07, 2025
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა
ივნ 16, 2025
სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის გაყალბებული მობილიზაციის პოსტერი გავრცელდა
სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის გაყალბებული მობილიზაციის პოსტერი გავრცელდა
იან 25, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.