Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მარკო რუბიოს არ უთქვამს, რომ აშშ NATO-ს  დატოვებას გეგმავს

მარკო რუბიოს არ უთქვამს, რომ აშშ NATO-ს დატოვებას გეგმავს

დეკემბერს 28, 2025 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით აშშ NATO-ს ალიანსის დატოვებას გეგმავს. პოსტს თან ახლავს მარკო რუბიოს და რობერტ ფიცოს ერთობლივი პრესკონფერენციიდან მონაკვეთი, რომელშიც სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ აშშ-ს არ სურს ევროპა მისი ვასალი იყოს (დაარქივებული ბმული).

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 15 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ეწვია. სლოვაკეთში ვიზიტისას, რუბიომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან და პრეზიდენტ პიტერ პელეგრინისთან ერთად ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხები განიხილა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სწორედ რუბიოსა და ფიცოს ერთობლივი პრესკონფერენციიდან არის აღებული (სრული ვიდეო იხილეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე).

პრესკონფერენციაზე რუბიოს არ უთქვამს, რომ აშშ NATO-ს დატოვებას გეგმავს, პირიქით მისი თქმით, აშშ ალიანსის დატოვებას არ აპირებს: "შეერთებულ შტატებს ნატოს მისიებში ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, ვფიქრობ, ეს ძალიან მკაფიოდ გაცხადდა სამიტზე, სულ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე - ჩვენ არ ვტოვებთ ნატოს. ჩვენ არ ვტოვებთ, შეიძლება რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გადავიყვანოთ ერთი ქვეყნიდან მეორეში, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იყო. ეს ყოველთვის ხდებოდა".

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს ევროპა მასზე დამოკიდებული ან მისი ვასალი იყოს. არამედ, რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს პარტნიორობა და ევროპის ქვეყნებთან ერთად მუშაობა.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 06, 2024
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება
ნოე 20, 2024
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა
მარ 10, 2026
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აგვ 30, 2024
არის, თუ - არა შეწყალების თხოვნა და დანაშაულის აღიარება შეწყალების წინაპირობა?
არის, თუ - არა შეწყალების თხოვნა და დანაშაულის აღიარება შეწყალების წინაპირობა?
იან 23, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.