Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
კათოლიკე მონაზვნის ცემის საქმეზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

კათოლიკე მონაზვნის ცემის საქმეზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 7, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მოხმარებელი ავრცელებს კათოლიკე მონაზვნის ცემის ვიდეოს. პოსტის აღწერის მიხედვით, თავდამსხმელი ისრაელის სასამართლომ გაამართლა. პოსტში ვკითხულობთ: “ისრაელის სასამართლომ 36 წლის იონა შრაიბერი კათოლიკე მონაზვნის ცემის საქმეზე გაამართლა.

შემთხვევა 28 აპრილს, იერუსალიმის ძველ ქალაქში მოხდა. დაცვის მხარის ვერსიით, ღრმად რელიგიურ იუდეველ შრაიბერს ქალის ქრისტიანულმა სამოსმა დროებით გონება დაუბინდა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მომხდარის დროს იგი საკუთარ ქმედებებზე სრულად პასუხისმგებელი არ იყო და ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.“ (არქივირებული ბმული).

 

აღნიშნული ფაქტი 2026 წლის 28 აპრილს მოხდა. კათოლიკე მონაზონს ქუჩაში ფეხით გადაადგილებისას მოქალაქე თავს დაესხა. ისრაელის პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა და ბრალი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის წარუდგინა. მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც და ის სამარცხვინო აქტად შეაფასა, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელის ფუძემდებლურ პრინციპს პატივისცემის, თანაარსებობისა და რელიგიური თავისუფლებების შესახებ. “ისრაელი რჩება რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის თავისუფლების დაცვის ერთგულად ყველა რწმენის წარმომადგენლისთვის, რათა იერუსალიმი მომავალშიც იყოს ქალაქი, სადაც ყველა თემის წარმომადგენელს შეუძლია იცხოვროს, ილოცოს და წამდეს უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში,”-ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ 24 აგვისტოს გამოიტანა. გადაწყვეტილებაში სასამართლო დაეყრდნო თავდამსხმელის ფსიქიატრულ შეფასებას. ექიმებმა თავდამსხმელ იონა შრაიბერს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც ფსიქოზური ეპიზოდები მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა თუმცა არ ფლობდა ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექიმის დასკვნის მიხედვით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჰქონდა გავლენა მის ქმედებებზე და, დანაშაულის ჩადენის მომენტში, შრაიბერს ვერ იგებდა რას აკეთებდა და არ შეეძლო აღნიშნულისგან თავის შეკავება.

დიაგნოზის საფუძველზე მოსამართლემ თავდამსხმელს 6 წლამდე ვადით იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. როგორც სასამართლო განმარტავს, ეს არ ნიშნავს პირის 6 წლის ვადით მოთავსებას სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ მისი გათავისუფლება შესაძლოა მოხდეს ვადაზე ადრე, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კათოლიკე მონაზონზე თავდასხმა ქრისტიანებისა და ქრისტიანული სიწმინდეების წინააღმდეგ მომხდარი გახშირებული თავდასხმების პარალელურად მოხდა და სასამართლოზე ადვოკატი ამაზეც ამახვილებდა ყურადღებას. ადვოკატის ცნობით, თავდასხმის მსხვერპლი არ არის კმაყოფილი ფსიქიატრიული შეფასებით თუმცა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი მცდარად მიუთითებს, თითქოს ისრაელის სასამართლომ დამნაშავე გაამართლა და თითქოს ქრისტიანი მონაზვნის დანახვაზე, ძლიერი სულიერი აღელვებით, დანაშაულის ჩადენა მისაღებ მოვლენად მიიჩნია.

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

ანონიმური გვერდი „Marketing Modest“ აქციების შესახებ ყალბ პოსტებს ავრცელებს
ანონიმური გვერდი „Marketing Modest“ აქციების შესახებ ყალბ პოსტებს ავრცელებს
დეკ 16, 2024
FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია
FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რედაქტირებული ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელში მელანია ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რედაქტირებული ფოტოები ვრცელდება
ნოე 28, 2024
ყალბია ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პეტერ მადიარმა ლეკვი შეწვა მიკროტალღურ ღუმელში
ყალბია ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პეტერ მადიარმა ლეკვი შეწვა მიკროტალღურ ღუმელში
აპრ 29, 2026
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა
მარ 14, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.