Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა

ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა

მარტს 14, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ვიდეო, რომელშიც ის საუბრობს სირიაში სამხედრო ოპერაციების გაძლიერებაზე და ტერორისტების დასჯაზე.  „პუტინმა გასცა ბრძანება სირიაშიი გააძლიერონ ჯარი და დაიწყონ იმათი ლიკვიდაცია ვინც ქრისტიანებს ხოცავს…..სადაც არ უნდა წავიდნენ ვიპოვით და დავსჯითო“, ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, პუტინმა აღნიშნული განცხადება 2015 წლის 17 ნოემბერს გააკეთა, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავზე განხორციელებულ ტერაქტზე საუბრობს.

პუტინმა 2015 წელს აღნიშნული მიმართვა მას შემდეგ გააკეთა, რაც დადასტურდა, რომ ეგვიპტეში 2015 წლის 31 ოქტომბერს რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ჩამოვარდა, რასაც 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორიგინალ ვიდეოში ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) დირექტორი, ალექსანდრე ბოტნიკოვი, ტერაქტის დეტალებზე საუბრობენ, თუმცა ეს მონაკვეთები სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან მოჭრილია და იმგვარად არის მანიპულირებული, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ვლადიმერ პუტინი სირიაში 2025 წლის მარტში ასადის მომხრეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებს ეხმაურება, რომელიც მალევე გადაიზარდა კომუნალურ და შურისძიების მკვლელობებში, რასაც რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა.

ამავდროულად, ღია წყაროებში ვლადიმერ პუტინის მიერ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. სირიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი „მზად არის და კონტაქტზეა სხვა ქვეყნებთან სირიის საკითხთან დაკავშირებით“ და რომ მოსკოვს „სურს სირია ერთიანი, აყვავებული და მეგობრული იხილოს“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა. კრემლის არცერთ ოფიციალურ პირს სირიაში სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
ივლ 04, 2024
სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 10, 2025
ბუდანოვის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების აფეთქების წინადადებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
ბუდანოვის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების აფეთქების წინადადებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
აპრ 17, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 28, 2024
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
თებ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.