Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ბილ გეითსის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ბილ გეითსის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

იანვარს 10, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3, 4, 5), აქვეყნებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ბილ გეითსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, მოუწოდა სამხედროების მობილიზებას, რათა იძულებით ჩაუტარდეს mRNA ვაქცინები მოწინააღმდეგეებს შემდეგი პანდემიის დროს. ისინი ვაქცინის სკეპტიციზმს განიხილავენ, როგორც „მორალურად გასაკიცხს“, ხოლო ვაქცინაციაზე უარს მიიჩნევენ „აგრესიის აქტად“, რომელიც მოითხოვს ძალადობრივ პასუხს“. რეალურად, ინფორმაცია მცდარია და ბილ გეითსსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მსგავსი მოწოდება არ გაუვრცელებიათ.

ფოტოანაბეჭდი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ გამოცემას „The people’s voice” ეკუთვნის, რომელიც   Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება. აღნიშნული გამოცემის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არაერთხელ გამოაშკარავებულა (ბმული 1,2,3).

ქართულ და უცხოენოვან სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია (ბმული 1, 2, 3), თითქოს ბილ გეითსმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სამხედროებს მოუწოდეს, რომ მომავალი პანდემიისთვის სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყონ, არ დასტურდება. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-მაც გადაამოწმა. ორგანიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, იძულებითი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ინფორმაცია მცდარია.  მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევებზე დაფუძნებით რეკომენდაციას უწევს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მას არ გააჩნია სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების მანდატი. კერძოდ, პრესსპიკერის თქმით, „ეს არის სუვერენული წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილება, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და შესაბამისი ზომები საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“. AFP-ს თანახმად, გეითსის ფონდმაც გავრცელებულ მტკიცებას ყალბი უწოდა.

„ჯეოფაქტსმა“ დამატებით ასევე გადაამოწმა, რომ ღია წყაროებსა თუ სანდო მედიებში თავად ბილ გეითსის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება, რომლითაც იგი სამხედრო ძალებს სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებისკენ მოუწოდებდა, არ იძებნება.

ბილ გეითსმა 2000 წელს საკუთარი ფინანსებით დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია „Bill & Melinda Gates Foundation” (იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია), რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გლობალურ დონეზე დაავადებებთან ბრძოლა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ Gates Foundation მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმსხვილეს დონორს წარმოადგენს.  როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე გეითსი და მისი ფონდი დეზინფორმაციის ხშირი სამიზნეები არიან.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის  პოსტები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის პოსტები ვრცელდება
ივნ 10, 2025
რუსული ანგარიშები ირანის მიერ უკრაინელი სამხედროს მოკვლის შესახებ ტყუილს ავრცელებენ
რუსული ანგარიშები ირანის მიერ უკრაინელი სამხედროს მოკვლის შესახებ ტყუილს ავრცელებენ
აპრ 06, 2026
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
აპრ 15, 2025
როდის დაემატა საქართველოს კონსტიტუციას ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი? სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება
როდის დაემატა საქართველოს კონსტიტუციას ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი? სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება
ოქტ 09, 2026
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
იან 21, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.